სამოქალაქო პლატფორმა „სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი, ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე „რუსთავი 2“-ის ჟრნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ თვის საავტორო გადაცემაში პუტინის მისამართით გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებაზე ხელისუფლების რეაქციას აფასებს და ამბობს, რომ ამდენ ყურადღებას არ უნდა იმსახურებდეს.
„ქვეყნის პოლიტიკა არ უნდა კეთდებოდეს ვინმეს მაამებელი ან მაგინებელი განცხადებებით.
ასე არ ხდება. პოლიტიკა და ქვეყნის მართვა სულ სხვა საფეხურებია.
ამიტომ ვთვლი, რომ გაბუნიას გამოსვლის შეფასება, ნებისმიერი მხრიდან და მით უმეტეს, ხელისუფლების პირველი პირებისგან, ცოტა ზედმეტია და ამდენ ყურადღებას ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს, თორემ რუსეთის მთავრობამ უკვე დაინახა „ის სამართლიანი აღშფოთება, რომლითაც აღიქვა მომხდარი საქართველოს მთავრობამ.“
ამან კი, თავის მხრივ, სხვა არაფერი შედეგი არ დადო, თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გავრილოვის ინციდენტის შემდეგ,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






