"ეს ხალხი, მგონი, საკუთარი დედის გინებაზე არ აღშფოთდებოდა ისე, როგორც აღშფოთდა პუტინის გინებაზე,"- „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე „რუსთავი2“- ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S.-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას არაეთიკურ მნოლოგთან დაკავშირებით ხელისუფლების გამოხმაურებებს აფასებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარი დედის გინებაზე არ აღშფოთდებოდნენ ისე, როგორ პუტინის გინებაზე აღშფოთდნენ.
„სამარცხვინოა და უცოდინრობის ზეიმია, სამარცხვინო უცოდინრობის ზეიმია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებაზე, რომ შეფასება გააკეთონ და მე არ ვიცი, ახლა გაერო-მ რეზოლუცია უნდა მიიღოს გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ქნან, მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მავნებლურია, როდესაც საქართველოს მოსახლეობაში აღვივებენ ისედაც არსებულ შიშს, რომ პუტინმა შეიძლება ამის გამო დაგვღუპოს. პუტინს თუ უნდა საქართველოს დაბომბვა, ის რამენაირად მოძებნის მიზეზს,“ - აცხადებს ბობოხიძე.
მასალის გამოყენების პირობები






