„კატეგორიულად ვგმობთ, თავისი უღირსი ხასიათით უპრეცედენტო და მიუღებელ თავდასხმებს, რომელიც გამოხატული იყო უცენზურო გამონათქვამებში რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერში.
ამას განვიხილავთ, ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რომელიც მიმართულია რუსულ-ქართული ურთიერთობების ძირის გამოთხრას. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი აშკარა მაფგალითია იმისა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს უსირცხვილო რუსოფობია.
აღვნიშნავთ, 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად არ დაუწყია რადიკალების გამართლება და იპოვეს საკუთარ თავში ძალა, რომ გამიჯნოდნენ პროვიოკატორებს და დაეგმოთ მათი ქცევა. ვხედავთ ასევე იმ სამართლიან აღშფოთებას, რომელიც მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.
ველოდებით ადეკვატურ რეაქციას, შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებიდან და ჟურნალისტური სექტორიდა, ასეთი სახის გამოვლინებებს არ უნდა ქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






