გაბუნიას მონოლოგი - „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას თქმით, ამ მონოლოგის შედმეგ გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლება ვერც ერთ ტელეკომპანიას ვერ შეახოცავს საკუთარ პრობლემებს და მაინც მოუწევს გახარიას გადაყენება.
„გაბუნიას უხამსი განცხადების გამო ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ბოდიშის მოხდის ფონზე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, ეს იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის, განცხადებები, არის ყოველგვარ ზღვარს გაცდენილი. იმიტომ, რომ ერთმა ტელეკომპანიამ აღიარა საკუთარი შეცდომა, საზოგადოებას მოუხადა ბოდიში, ხოლო პარალელურად ხელისუფლება გამოდიოდა განცხადებით, რომლითაც დაგეშა ის ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ "რუსთავი 2"-თან. ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ თავიანთი განცხადების შინაარსი. მე მგონია, რომ მათ ესმით და ეს შეგნებულად გააკეთეს, იმიტომ რომ თანამდებობაზე, როცა ხარ მაშინ შენს სიტყვას სხვა ფასი აქვს და მთელ მსოფლიოს ანახეს საკუთარი შეშინებული სახე პუტინთან მიმართებაში და მოუსიეს მერე თავიანთი მხარდამჭერები თუ მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ჰყავთ მხარდამჭერების სახით,“ - ამბობს კორძაია.
მასალის გამოყენების პირობები






