მწერალი როსტომ ჩხეიძე პარლამენტის წინ ნმიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ლომებს უწოდებს და ამბობს, რომ მათ თავზე ლომის ტყვიები კლვლავ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.,
„ - ლომის ტყვიები გვესროლესო, - გრძელდება გაკვირვებაც და გრძელდება აღშფოთებაც.
ჩემო ძვირფასო გოგო-ბიჭებო:
ლომები ხართ და ლომის ტყვიებს გესროდნენ, აბა, ტურა-მელას ტყვიებს ხომ არ გაკადრებდნენ!
ტყვიების სროლის ბრძანების თან გამცემი და თან არგამცემი ბატ. გახარია მხოლოდ იმ პასუხისმგებლობას კისრულობს: მე თვითონ უნდა გამოვიძიო, რაც ჩავიდინე 20 ივნისის ღამითო.
ოიდიპოსი ერთხელ უკვე გავიხსენე: თავისივე დანაშაული თვითონვე რომ გამოიძია და არც სასჯელის აღსრულებას მორიდებია. ახლა დავძენ, რომ სასჯელად თვალების დათხრა გამოუტანა თავს.
ბატ. გახარიამ პირიქით ამჯობინა. სხვებს ამოუგდო თვალები.
მის გასტუმრებას მინისტრის სავარძლიდან კი არა და არ დაადგა საშველი.
ქრისტიანული მორალია:
მარცხენა ყბაში რომ მოგარტყამენ, მარჯვენა უნდა მიუშვირო.
ჩვენი სახელისუფლებო მორალი როგორიღაა, დარწმუნებით რა მოგახსენოთ.
ალბათ მოითხოვენ: მარცხენა თვალში რომ დაგიბნელეთ მზე, ახლა მარჯვენა უნდა მოგვიშვიროთო.
კვლავაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია საპროტესტო აქციის მონაწილეთა თავზე ლომის ტყვიები.
არ არის სასიამოვნო და გულთმაამი პერსპექტივა, მაგრამ მკაცრია ყოფითი რეალობა, ჯანსუღ ჩარკვიანის პოეტური ფორმულით ამგვარად ჩამოყალიბებული:
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლემა ლომთა ხვედრიაო!“ - წერს როსტომ ჩხეიძე სოაციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






