"იპოვეს შანსი რომ პუტინს სიყვარული აუხსნან... ამ ყველაფერს იყენებენ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ"- ჯანგირაშვილი გაბუნიას განცხადებაზე ხელისუფლების რეაქციას ეხმაურება
პოლიტიკა - 12:34, 08 Jul, 2019     1980
„რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა P.S-ში წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებას ტელეკომპანია ”კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ვულგარულად და უპასუხიმსგებლობად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ "რუსთავი 2"-ში ხელისუფლებამ საკუთარი გეგმები განახორციელოს.


„გაბუნიას მონოლოგი იყო ძალიან მიუღებელი, ძალიან უგემოვნო, ძალიან ვულგარული შეურაცხმყოფელი მაყურებლისთვის პირველ რიგში და უპასუხისმგებლო არხის და კოლეგების მიმართ იმიტომ, რომ თქვენ ისედაც ბეწვის ხიდზე გადიხართ და ძალიან რთული პერიოდი გაქვთ და ეს იყო უპასუხისმგებლობა. თუმცა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არხის გადასაწყვეტი არხის გადასაწყვეტი როგორი იქნება გაბუნიასადმი მისი დამოკიდებულება და ნიკა გვარამიას დამოკიდებულება იყო აბსოლუტურად ადეკვატური. მან თქვა რომ მიუღებელია გაბუნიას განცხადებები. არხმა უნდა გადაწყვიტოს, არხის საქმეა. ეს არის ეთიკის ქარტიის საქმე რომელმაც უკვე გააკეთა განცხადება და ჩვენი ამქრის საქმეა და არავითარი უფლება იმ ჟურნალისტებს რომლებიც დღე და ღამე იმ ხელისუფლების სამსახურში დგანან, გამოვიდნენ და გაბუნიას ქვები ესროლონ. და ხელისუფლების რეაქცია საერთოდ სასაცილოა, მათ ერთი იპოვეს შანსი რომ პუტინს სიყვარული აუხსნან და სიყვარულში გამოუტყდნენ და მეორე ეს არის წარმოუდგენელი ისტერიკა, რომ ერთი კერძო არხის საავტორო წამყვანთან დაკავშირებით ასეთი ამბავი ატყდეს, რომ აი ომი დაიწყება და ტანკებს შემოგვიყვანენ და ა.შ. ისინი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ რომ სახელმწფო არ გვაქვს მაშინ თუ ასე მოხდება და მთავარი, ისინი ამ ყველაფერს იყენებენ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. გაბუნია ხვალ რომ სულ გაგიჟდეს, სულ რომ ტანზე შემოიხიოს და შიშველმა ირბინოს, მე პირადად ეს ვერ შემიშლის ხელს რომ "რუსთავი 2" ისევ ისე დავიცვა როგორც ვიცავდი ადრე და მოვიდე და ფიზიკურად დავდგე თუ მართლა ფიზიკური საფრთხე შეექმნება.“-განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილი არ გამორიცხავს, რომ გუშინდელი გამოხმაურებები რუსეთის საამებლად იყოს მიმართული, რადგან ხელისუფლება თავს დამნაშავედ გრძნობს ქვეყანაში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების გამო. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება მთლიანად რუსეთის ხელშია.

„მოხდა ხელისუფლების აბსოლუტური ლუსტრაცია. რიგში ჩამდგარი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, როგორ ეხვეწებოდნენ პუტინს, რომ შენი ჭირიმე, არ წამოეგო პროვოკაციაზე და არ დაგვღუპო, გიორგი გაბუნიას გამო ომი არ დაიწყო. თუ მართლა ჯერათ,რ ომ ვინმემ დედამიწის ზურგზე შეიძლება ომი დაიწყოს კერძო ტელეკომპანიის ჟურნალისტის საავტორო გადაცემაში ნათქვამი, თუნდაც უდიდესი სისულელის გამო, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მათი საქმე და ჩვენი საქმეც, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში არიან. თუ არ ჯერათ და იმისთვის გამოიყენეს,რომ პუტინისთვის რევერანსები გაეკეთებინათ და ერთგულება დაემტკიცებინათ და ის დანაშაული გამოესყიდათ,რომელსაც ამ ანტისაოკუპაციო აქციების გამო გრძნობენ, მანდ უკვე დიაგნოზი ცხადია, ჩვენი ხელისუფლება არის მთლიანად რუსეთის.“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42