"გაბუნიას ეპატაჟი იყო უხამსი, უგემოვნო, უადგილო არა იმიტომ, რომ პუტინი, ოკუპანტი და ქართველთა მკვლელი, ამ სიტყვებს არ იმსახურებს და მისი გინებით არ იღვიძებს და იძინებს სრულიად ერი. არც იმიტომ რომ ხვალ ამისთვის დაგვბომბავენ. აგერ, ვასიკო ოდიშვილი პუტინს ეთერში გაბუნიამდე აგინებდა და უფრო გემრიელადაც.
არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, არაფრისმთქმელი გულის ფხანვაა და სისუსტის ნიშანია. იმიტომ, რომ 18 ივლისს „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებაა სტრასბურგში და აგერ ჩასაფრებულ კოლექტიურ ივანიშვილ-შალვარამიშვილს არ უნდა მისცე სალაპარაკო, რომ თავის ბოროტი ზრახვები განახორციელონ.
იმიტომ რომ საკუთარი მოსახლეობის დამრბევი და თვალების დამთხრელი მთავრობა ნაცვლად რეალური გამოძიებისა, თავს უფლებას აძლევს შეთქმულებებზე ილაპარაკოს. მთავრობამ რომელმაც გავრილოვი დაგვასვა, მერე მის გამო საკუთარ მოქალაქეებს თვალი დათხარა და დათვის ტყვია ესროლა. აი ამ მთავრობის ჩინოსნები დღეს სიმყარეს გრძნობენ ფეხქვეშ და ეს ყველაფერი ამ უგემოვნი გამოხტომის გამო.
სხვა ამბავია რომ ვერანაირი გაბუნიას პრუტუნი ვერ გადაფარავს ხალხის სამართლიან მოთხოვნას გადადგეს გახარია და გაეცეს პასუხი კითხვაზე - ვინ ესროლა მაკო გომურს და სხვებს.
ამასთანავე, მახსოვს შარლი ებდოც, როცა ჩვენ ყველანი ვამბობდით "ჟე სვი შარლი", მაგრამის გარეშე ვიცავდით თუნდაც მდარე, უხამს და უადგილო შარჟს. როგორაა მეგობრებო?! ამ "მოდას" სხვა ქვეყნებზე ვავრცელებთ და ჩვენთან ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ?! მე არ ვფიქრობ ესე. ამიტომაც არ ავყვები გაბუნიას თემაზე ქოცების კრიახს, რადგან მათი რეალური მიზანი აგერ ქვევით წერია. აი მერე ვნახოთ უკუნი და ბნელი
პ.ს. გიორგი ჩვენი რუსულის მასწავლებელი ლეილა ჩაჩიბაია ყურს აგიწევდა მაგ "საპოჟნიკის რუსულისთვის"- აცხადებს უგულავა
მასალის გამოყენების პირობები






