„გაგეცინებათ და ამ ხელისუფლებაში იმ ლეგენდარული მოშეს იმედი მაქვს ერთადერთი. ბოლო-ბოლო ისრაელის მოქალაქეა, იცის რა არის სახელმწიფო და სულ მთლად ანტისახელმწიფოებრივ სლეობას არ ურჩევს ამათ, თორემ ესენი რომ ყველანაირი ფსკერის გამბურღავები არიან და მარტო თავის თავზე რომ იყვნენ დამოკიდებულები, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დააკავებდა, ეჭვი არ მეპარება.
ამაზე უარესი რა შეიძლება ქნანო, ვინც იკითხავს, სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა, რომ დიახ, ამაზე უარესიც შეიძლება ქნან და კიდევ იმ უარესზე უარესიც! როცა ხელისუფლების სათავეში ზის ხალხი, ვისაც ელემენტარული წარმოდგენაც არა აქვს რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა და ერთი კაცის ბაღჩა-ბოსტანი ჰგონია ეს ქვეყანა (იმ ერთი კაცის ჩათვლით), იქ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაზე კოშმარულ მოლანდებაშიც რომ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი რამეც კი.“- წერს დავით ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






