„სად უნდა ველოდოთ დარტყმას და როდის? რას ამზადებს პუტინი საქართველოში?“ - გოჩა მირცხულავა
პოლიტიკა - 20:23, 07 Jul, 2019     16436
საქართველოში მიმდინარე მოვლენები და რუსეთის მზადება მორიგი პროვოკაციისთვის - ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ მაიკ როჯერსის “Fox News” - თან ინტერვიუს ეხმაურება, სადაც კონგრესმენი პუტინის გეგმებზე საუბრობს.

„გავრილოვის "სკამი" და "ღამე" კი არ გახლავთ მოვლენების შესაძლო განვითარების უმთავრესი ასპექტი, არამედ დავით გარეჯში მოწყობილი პროვოკაცია, რომელშიც პრეზიდენტი და საპატრიარქო, პატრიოტული ძალები ერთად მონაწილეობდნენ. (გულწრფელად გაბრაზებულები ცალკე "კალათაში"). ამიტომ, ეს "ვულკანი", რომელიც ადვილად გასაღვიძებელია ასევე ადვილად სამართავიც გახლავთ. (იმ დღეებში კონკრეტული ჯგუფები ცალკეული კელიების მათთვის გადასაცემად 40 ლარის გადახდას რომ აპირებდნენ, ესეც ცალკე თემაა, რომლისგანაც ასეთუ ისე გამოვძვერით და აქ მადლობა აზერბაიჯანულ მხარესაც უნდა ვუთხრათ). ახლა, როდესაც რუსეთის შესაძლო ინტერვენციაზე ვრცელდება აქა-იქ ინფორმაცია, ასევე, "ცნობილი ხდება", რომ აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია “Fox News” - თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედროების რიცხვი გაზარდა. მაიკ როჯერსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, იმ მიზნით, რომ შექმნას ირანთან პირდაპირი კავშირი, საქართველოსა და სომხეთში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ემზადება. ” მათ სამხრეთ ოსეთში გადააქვთ თავიანთი ყველაზე თანამედროვე ტექნიკა. ამის მიზეზები არ არსებობს, რადგან ქართული არმია მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამ კონტექსტში აქტუალური ხდება ორი კითხვა: 1. სად უნდა ველოდოთ დარტყმას?; 2. როდის?

სავარაუდო პასუხები: გარეჯმა ქვემო ქართლი გახადა მოწყვლადი, ასევე აქტუალურია პანკისი და რა თქმა უნდა, სამცხე-ჯავახეთი სომხეთის "დაბრუნების"კონტექსტშიც...;

დრო კი საერთაშორისო კონიუქტურის გათვალისწინებით - ანტიირანული ოპერაციის დაწყებამდე; პარალელურ რეჟიმში ან/და კონკრეტულ ფაზაში;

ახლა იმაზეც დავფიქრდეთ რას ვახვედრებთ აქ, საკმაოდ მოდერნიზებულ და გადაიარაღებულ რუსულ ჯარს?

1. დაქსაქსულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც საომარი მოქმედების პირობებში არ ექნება ურთიერთდანდობის მინიმალური შანსი; 2. კრიზისებისგან "გადაღლილი" ხელისუფლება, რომლის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ეფექტიანობა კრიტიკას ვერ უძლებს; 3. "იზორიას" ჯარი (დახასიათებას და განმარტებებს შეგნებულად ავარიდებ თავს); 4. სახელისუფლებო ფრთაზე სანდო პოლიტიკური ლიდერის დეფიციტი; 5. ოპოზიციის რიგებში დაქსაქსულობა და ასევე სანდოობის დეფიციტი - ახალი პერსონებისა და პოლიტძალების მყისიერი მარგინალიზირების ორკესტრირება (ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს); 6. საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონი;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გვჭირდება? 1. პოლიტიკური გონიერება, რომელიც კრიზისმენეჯმენტის უმაღლესი პოლიტაჟი უნდა იყოს და ოპოზიცია-ხელისუფლება სტრატეგიული ( კულუარულ) თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდნენ. ეს არ ცვლის არც ერთი მხარის "ყოფით", ყოველდღიურ დღის წესრიგს; 2. მყისიერი ეკონომიკური გაჯანსაღების ნაბიჯები, მაქსიმალური ეფექტი მინიმალურ დროში; 3. (არა) გეგმიური საერთაშორისო სამხედრო სწავლებები; 4. მჭიდრო კონტაქტები სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთკავკასიის მიმართულებით და არნახული საგარეო პოლიტიკური აქტივობა, ნებისმიერი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფიგურის (აქ პარტიულ კუთვნილებას აზრი არ აქვს იხ. 1 პუნქტი) კავშირების რეალიზებით;“ - წერს გოჩა მირცხულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42