„თბილისი პრაიდის დრო ახლა არ არის... ამას ან პროვოკაციის სუნი ასდის, ან მომენტით სარგებლობის“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 19:44, 07 Jul, 2019     1523

TBILISI PRIDE-ის ინფორმაციით, 8 ივლისს ,,ღირსების მარში'' გაიმართება. დაანონესბულ აქციას ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდისთვის“ შერჩეული დრო, პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ცალსახად ცუდი შედეგის მომტანი იქნება ანტისაოკუპაციო პროტესტისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

„პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროს. ერთი და იგივე ქმედება თუ შესაბამის დროში არ ხორციელდება, შეიძლება იყოს შედეგში ცუდიც და კარგიც. ვფიქრობ, „თბილის პრაიდის“ მარშისთვის შერჩეული დრო, შედეგში ცალსახად ცუდი იქნება იმ გენერალური პროტესტისთვის, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე. პოლიტიკოსებმა, იმის გათვალისწინებით დავთმეთ პირველი პოზიციები, საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდების სასარგებლოდ, და მხოლოდ ხელშეწყობის რეჟიმში ჩადგნენ, რომ სხვადასხვა აზრის და შეხედულებების ადამიანების კონსოლიდაციისთვის ხელი შეგვეწყო. ვთანხმდებით, რომ უფლებები უმცირესობას აქვს და უმრავლესობასაც, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ცხადზე ცხადია, რომ პრაიდის დრო ახლა არ არის. ამას ან პროვოკაციის სუნი ასდის, ან მომენტით სარგებლობის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პრაიდი პროვოკაციად იქნება გამოყენებული და მოწინააღმდეგის წისქვილზე დაასხამს წყალს, ის მისცემს საშუალებას, რუსულ პროვოკაციულ ძალებს, პარლამენტის წინ მიმდინარე გენერალური ბრძოლიდან ყურადღება იქნეს გადატანილი სხვა მიმართულებით, ამით აუცილებლად ისარგებლებს მხოლოდ ოლიგარქი“ - აცხადებს ედპ-ის ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42