ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო
პოლიტიკა - 15:36, 07 Jul, 2019     952
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო, სახელწოდებით - "უსაფრთხოება და ადმიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

რეზოლუციის პროექტის მიღებას დიდ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის დელეგაცია, ასევე, კენჭისყრისას თავი შეიკავა გერმანიის დელეგაციამ, თუმცა, საბოლოდ გადაწყდა, რომ პროექტი ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხომაზე კენჭისყრაზე დადგება.

22 პუნქტიან რეზოლუციაში, რომელშიც საუბარია უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაწვრილებით არის აღწერილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ასევე საუბარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებებზე, მკვლელობებზე, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე.

ქართული დელეგაციის წევრები იმედოვნებენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს საქართველოს დაკავშირებულ რეზოლუციას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანმა რეზოლუციამ პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა იყო წინააღმდეგობებიც.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანმა რეზოლუციამ, გაიარა ერთი ეტაპი, საკმაოდ მძიმე ეტაპი იყო, ბევრი შემოტევა იყო. ახლა რჩება ბუნებრივია, მთავარი მომენტი, როდესაც უკვე პლენარულმა სხდომამ, მთლიანად ასამბლეამ უნდა უყაროს კენჭი და ვფიქრობთ, რომ ასევე იქნება წინააღმდეგობა, ასევე იქნება გამოსვლები ამის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ადამიანების უფლებები არ არის დაცული და რთულად და უხეშად ხორციელდება, რასაც რუსეთი ახორციელებს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად მზად ვართ იმისთვის და ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გვეყოლება იმისთვის, რომ საბოლოოდ კენჭი ეყაროს და იყოს დამტკიცებული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„მთავარი გზავნილი, აქ, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიები, განსაკუთრებული აქცენტი წელს, ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე იყო. ის, რომ ძალიან რთული ვითარებაა ადამიანის უფლებების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მხრიდან, ძალიან მძიმე შეფასებები მოვიმისმინეთ, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის და გვქონდა ყველას ძალიან პრინციპული პოზიცია,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ.

დიდი ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე, მარკ პრიტჩარდი იმედის გამოთქვამს, რომ რეზოლუცია ლუქსემბურგის დეკლარაციაშიც შევა.

„მოხარული ვარ, რომ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მივიღეთ. იმედგაცრუებული ვრ, რომ გერმანიის დელეგაციამ თავი შეიკავა. რუსეთისგან, რა თქმა უნდა, ველოდით რომ წინააღმდეგი წავიდოდა და ეს ასეც მოხდა. მაგრამ, მოხარული ვარ, რომ მიმდინარე ოკუპაციას ხაზი გაესვა. რადგან, ეს არის საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და მართებულია, რომ ასეთი ადგილებიდან, საერთაშორისო გაერთიანებას შევახსენოთ რუსეთის შეჭრის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ,“ - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42