შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
6 ივლისს, აქციაზე, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი მამაკაცი მიტინგის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა და გამომსვლელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო. ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, თითქოს მოშიმშილეები საკვებს იღებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პარალელურად გრძელდება შიმშილობის აქციაც. 3 ადამიანი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს და რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ათევს ღამეს. ერთ-ერთ მათგანს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ექიმების დახმარება დასჭირდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მოშიმშილეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






