დღეიდან თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2019" -ის თბილისის ტური გაიხსნება. ფესტივალი 14 ივლისს დაიხურება.
მე-16 Artგენზე , ტრადიციული პროგრამის გარდა, მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელის.
ფესტივალი 14:00 საათიდან გამოფენებით გაიხსნება. დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინის და ლუდის სივრცეები, 18:00 საათიდან - სხვდასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, 20:00 საათიდან კი თანამედროვე მუსიკის კონცერტები დაიწყება.
7 ივლისს, „Art-გენის" თბილისის ტურს დათო ევგენიძე გახსნის. ევგენიძის კონცერტამდე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის" კონცერტს დაესწროს, სადაც SALIO, The bearfox და Luaწარსდგებიან.
8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებს, 9 ივლისს - REGGAEON, 10 ივლისს ჯგუფი „ჩვენებურები" და ლელა ნაყეური. დასკვნით კონცერტამდე „ჰოროლი"-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა გაიმართება. 11 ივლისს „Art-გენის" სცენა ჯგუფ „ფრანს" დაეთმობა. 12 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის კონცერტი ელოდება., 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. 14 ივლისს კი Art-გენი 2019 „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება.
თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019"-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები