ელიზაბეთ რუდმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთს მოუწოდა, რომ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
"ზოგიერთმა დეპუტატმა შეიძლება ასე თქვას, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აშშ მოიწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან წაიღოს ამ რეგიონების ე. წ. აღიარება," - განცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ელიზაბეთ რუდმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ზომები არასამართლიანი, არასაჭირო და არაპროპორციულია.
ამასთან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.
„ზომები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში განახორციელა რუსეთმა, ეს იყო ფრენების გაუქმება საქართველოსთან, ასევე მოწოდება, რომ საქართველოში ტურისტები არ ჩამოსულიყვნენ, თავისი მოქალაქეები, ეს იყო არასამართლიანი, არასაჭირო და არაპროპორციული. თუმცა მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე. ეს არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, ვინაიდან უფრო ართულებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, უზღუდავს მათ გადაადგილების საშუალებას და ქმნის სერიოზულ პრობლემას“, – განუცხადა ელიზაბეთ რუდმა
მასალის გამოყენების პირობები






