"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული ბაზრების შენარჩუნება" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 16:05, 06 Jul, 2019     718

„თუ ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, მევენახეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა. 2014 წელს მოხდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ჩვენსა დაევროკავშირს შორის, მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ხელი მოეწერა მრავალ შეთანხმებას, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან, ჰონგ კონგთან, მიდის მოლაპარაკებებიინდოეთთან და ასე შემდეგ. ბოლო 7 წელიწადში გაკეთდა იმაზე მეტი, ვიდრე 20 წლის განმავლობაში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისასგანაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად გურჯაანში გამართულ შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარიდეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავას შეფასებით, ერთია ის არჩევანი, რასაც მთავრობა ქმნის და მეორეა - რას ირჩევს თავად ბიზნესი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა არ კარნახობს ბიზნესს, საიდან ჩამოიყვანოს ტურისტი ან რომელ ქვეყანასთან ივაჭროს, თუმცა, არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს პირდაპირი ფრენებით, მარკეტინგული კამპანიებით და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.

„არსებობს რეგიონის რეალობა - ტრადიციული ბაზრები, მათ შორის რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე სასურველია ბევრი ევროპული ქვეყნისთვის. ეს არის პრაგატიზმი და ბიზნესის ლოგიკა. ეს არის ბაზარი, სადაც არ გვჭირდება ბევრი ახსნა, რეკლამადა დამატებითი ხარჯები, თუ რა არის საქართველო, ქართული ღვინო და რა არის რეალობა. ეს ასეა ისტორიულად და ჩვენ რა უფლება გვაქვს, თუნდაც ამ მთავრობას, ამ პოლიტიკურ ძალას გიკარნახოთ, უარი თქვათ ამაზე პოლიტიკური დღისწესრიგიდან გამომდინარე. ეს იქნება არასწორი და ეს არ არის ჩვენი ხელწერა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ მეწარმეებთან საუბრისას ასევე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. მისი თქმით, თუ პროცესები წავიდოდა ისე, როგორც ზოგიერთ დესტრუქციულ ძალას სურდა, ეს მთლიანობაში დაარტყამდა ქვეყანას, უკან დაგვხევდა წლებითდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42