ნათია თურნავა: რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, მით უკეთესია ჩვენთვის
პოლიტიკა - 16:02, 06 Jul, 2019     739

„რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურსაქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ეს არის, მათ შორის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურჯაანში ადგილობრივფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთიდან. „რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს ეკონომიკაში შეაქვს წვლილი,დამატებითი დატვირთვა აქვს - ის არის ერთი ცალკეული, მართალი ინფორმაციის მატარებელი ადამიანი რუსეთში. ეს არის რეალობა" - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებთან საუბრისას სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, ბიზნესს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, ივაჭროს ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლის, რომ უკეთესად გაიყიდება მისი პროდუქტი. „დღეს საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული, მათ შორის ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევით. რუსეთთან ვაჭრობა ექსპორტის ნაწილში არის 13 პროცენტი, რა თქმა უნდა, არის სხვა ქვეყნები, არის არჩევანი, მაგრამ ამის გამოუარი ვთქვათ ამ 13%-ზე? ცხადია, არა. ეკონომიკა, მათ შორის ექსპორტი, მთლიანობაში უნდა გაიზარდოს და თქვენ უნდა გქონდეთ არჩევანი, ივაჭროთ ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც თვლით, რომ უკეთესად გაიყიდება თქვენი პროდუქტი. ჩვენიმოვალეობაა, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები, რომ თავისუფლად აკეთოთ თქვენი საქმე" – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კახეთში, გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთისსახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42