საქართველოში პოლიტიკოსებსაც არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენელი
პოლიტიკა - 15:31, 06 Jul, 2019     2010

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად,“ - ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

ლუქსემბურგში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან და ამბობენ, რომ ის, რაც გავრილოვის პარლამენტში მისვლას მოჰყვა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ლეონიდ სლუცკი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმაურება, რა დროსაც, პროტესტის გამო, რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვება მოუწია.

სლუცკის თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.

ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსი დეპუტატის ვიზიტის ყველა დეტალი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა, ქართულ მხარესთან წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული.

„საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული მხარე იყო ინიციატორი პლენარული სესიის პარლამენტის დიდ დარბაზში ჩატარების. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე კინოთეატრში, ის მაინც თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. რაც მოხდა იყო პროვოკაცია, რომ გამოეწვიათ სკანდალი და პროტესტი, ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია,“ - განაცხადა სლუცკიმ.

წყარო: რუსთავი 2







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42