ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი კახეთში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 14:45, 06 Jul, 2019     684

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში, ქალაქ გურჯაანში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისწინაპირობა იყო კახეთის კერძო სექტორის თხოვნა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მათთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს მთავრობა რუსეთიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერების შემდეგ. შეხვედრას ორგანიზება გაუწია კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრას 200-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო, რომელთა საქმიანობაც, მეტნაკლებად, რუსეთთან არის დაკავშირებული. მათ შორის იყვნენ ღვინის კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის დიდ ნაწილს რუსეთისბაზარზე ყიდიან, აგრეთვე ღვინის ტურიზმის ობიექტების - ღვინის მარნების მფლობელები, რომელთა სტუმართა დიდი ნაწილი რუსეთიდან ჩამოსული ტურისტები იყვნენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სხვა აგროკულტურების, მათ შორის, ატმის ექსპორტიორებიც რუსეთის ბაზარზე.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მოხდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების ნორმალიზება, რათა დანაკარგი, რომელიც საქართველოს შეიძლება მიადგეს, კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს და ქართულმა პროდუქციამრუსეთის ბაზარი არ დაკარგოს.

გარდა ამისა, გამომსვლელთა უმრავლესობა მთავრობის წევრებს სთხოვდა აქტიურ ქმედებას, რათა ინფორმაცია საქართველოში არსებული სტაბილური ვითარების შესახებ გავრცელდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. „საქართველომხოლოდ რუსთაველის გამზირი არ არის," - ამბობდნენ ისინი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მცირე საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც, რომლებიც ღვინის ტურიზმში აქტიურად არიან ჩართული. აღინიშნა, რომ ტურიზმის ეს მიმართულება კახეთში დიდ აღმავლობას განიცდის, რაზეც მეტყველებს ახალიღვინის სასტუმროების გახსნა რეგიონში, თუმცა შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით, რუსი ტურისტების მხრიდან ჯავშნების გაუქმება მნიშვნელოვნად დააზარალებს აღნიშნულ სექტორს. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მათუკავშირდებიან პოტენციური ტურისტები რუსეთიდან და ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიულ გზებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსი ტურისტის შენარჩუნება და ამისთვის ვიზიტორებს სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. "საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და აქსაფრთხე არავის ემუქრება. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხშირად დეზინფორმაციის მატარებელია და ეს ვითარება უნდა გამოვასწოროთ,"- აღნიშნა თურნავამ.

"რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ეკონომიკურად, რაც უფრო მეტ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან გვექნება ეკონომიკური, პრაგმატული ურთიერთობები, რაც უფრო მეტი კმაყოფილი რუსი ტურისტი წავა აქედან და წაიღებს ინფორმაციას რეალურსაქართველოზე და არა რუსული არხებიდან მოისმენს ინფორმაციას საქართველოზე, მით უკეთესია ჩვენთვის. ჩვენ ავირჩიეთ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა და ამ მშვიდობიანი გზის, ამ მშვიდობიანი დღის წესრიგის მნიშვნელოვანინაწილია, მათ შორის, ადამიანებს შორის კარგი ურთიერთობა, მეტი ტურისტი ყველა მიმართულებიდან, მათ შორის რუსეთის მიმართულებიდან. რუს ტურისტს, გარდა იმისა, რომ აქ ფულს ხარჯავს და ჩვენს კეთილდღეობაში შეაქვს წვლილი, დამატებითი დატვირთვა აქვს - ის ასევე არის საქართველოს შესახებ ობიექტური და სრული ინფორმაციის გამავრცელებელი რუსეთში. ეს არის რეალობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

"ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს," – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან დღეს არსებული სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაშიმიღწეული მუშაობის შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.

"ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის ღვინის სფეროში, საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი. საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატული კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი და ექსპერტული. იმედია რუსეთის ფედერაციისგანაცმივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადექვატურად იქნება აღქმული,"- განაცხადა დავითაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილ მეწარმეებს გააცნეს ქვეყნის მთავრობის ხედვა, როგორ გეგმავენ ისინი შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლას. აღინიშნა, რომ ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ იმმოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია ამ კუთხით, რათა მათ შორის, რუსეთთან ეკონომიკური ვითარების ნორმალიზების მიმართულებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42