ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება
პოლიტიკა - 19:42, 05 Jul, 2019     859

2019 წლის 11 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც 10.30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ფორუმის მონაწილეეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

ფორუმში მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სხვა მნიშვნელოვანი სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, რომელიც კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიებს. შესაბამისად, ფორუმის მიზანია მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია საქართველოსა და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42