გამოფენაზე მისული, საზოგადოება ტილოზე ზეთის საღებავებით შესულებული ნამუშევრებს იხილავს.
"გაუცნობიერებელი, მოულოდნელი, იძულებითი ქმედებები და ინფორმაციები, მათგან გამოწვეული ამოუხსნელი, უსასრულო ტკივილები. ზოგჯერ, შესაძლოა, სიხარულიც. ზოგჯერ უმოძრაო და უზომო სევდა. უიმედო სიცარიელეები, გამოუვალი შინაგანი წუხილი, ზეძალის ძიება, სიყვარული და დანაკარგი. ადამიანს ეს ყველაფერი, დროდადრო თუ არა, ერთხელ მაინც მიიყვანს პარალიზებამდე. ამ ეტაპზე, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და სანტერესოა, არა ზოგადად, ადამიანი და მისი ყოველდღიური არსებობა, ან ქმედებები, არამედ, არასწორი ქმედებების და არსებობის შედეგად, მისი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენა. მისი უსაზღვრო განცდები და შეგრძნებები, რომლებსაც ხშირად ის კომატოზურ მდგომარეობამდეც კი მიჰყავს,- აცხადებს მხატვარი.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მხატვარი, რიგით მესამე გამოფენას გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები