"გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება და არც პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა" - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 14:59, 05 Jul, 2019     1109
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ ქმედებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რა ჩანაწერიც არ უნდა გაავრცელოს ახალგაზრდების აქციის გაბანძება და პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა არ გამოუვა:


„ახლა მიმდინარეობს ჭორის ცირკულირება, რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. ცხადია, ბიძინას შავრაზმელი ჟურნალისტები ამოქოქეს და ყველამ დამირეკა კომენტარისთვის.

რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით. ჯერ ერთი, მე თვითონ არ ვმალავ, რომ სააკაშვილსაც ვესაუბრები და ის ძირითადად ჩემგან იგებს მიმდინარე მოვლენებს. მეორე, არც ერთი საუბარი არ არსებობს პარლამენტის მოვლენების წინმსწრები, რადგან ეს მოვლენები არც სააკაშვილის შემოქმედებაა და არც რ2ის - გაბრაზებული ქართველი პატრიოტების სპონტანური შეკრებაა, რომელთა 95% არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ჩვენი ყოვლისმცოდნე ტელევიზიისთვისაც კი სიურპრიზი იყო. მესამე, თუ "ამბოხი, რასაც უნდა მოყოლოდა რეგიონებში არეულობა" რეგინოების მსხვილ ქალაქებში მიტინგებს მოიცავს, ეს სააკაშვილისგანაც გამიგია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისგანაც და სრულიად სწორიცაა ტაქტიკური თვალსაზრისით და ლეგიტიმურიც - კონსტიტუციური თვალსაზრისით. თუ უკვე მიტინგი ინტერპრეტირდება, როგორც ამბოხი, მაშინ დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ - სალამი ჩრდილოეთ კორეა.

ასე რომ, გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება (სააკშვილიც და მეც საერთოდ არ ვაღელვებთ) და არც პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა. თუ მაინც დააპირებთ, მხოლოდ თქვენი ციხეებით დაასრულებთ და ოპოზიციის და ამ ქვეყნის პატრიოტების (ჩემი ჩათვლით) ვერანაირი კეთილი ნება, გამოცხადდეს პოლიტიკური ამნისტია, ვეღარ გიშველით.“- წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42