მისი თქმით, პროკურატურის კითხვებს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა პასუხი უნდა გასცენ.
დეპუტატის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილებას არა არჩევნებით, არამედ ძალადობრივი გზით ცდილობს.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური დევნის ნიშანებს ვერ ხედავს.
„2014 წლიდან ჩვენ ინტენსიურად გვესმის ეს, რომ არავითარი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივად უნდა მოხდეს. სააკაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით წევრზე, „ნაციონალურ მოძრაობა“ მყავს მხედველობაში და ახალი „ნაციონალურ მოძრაობა“. ასე, რომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სამართალდამცავებს აინტერესებთ კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისე გადაწყდება, ვთქვათ, როგორც პოლიტიკურად ან ერთი ან მეორე ჯგუფი ამბობს, ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა 20-21 ივნისს და ამას პასუხი უნდა გაეცეს და მე აქ პოლიტიკური დევნის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






