"დიდებს ვერ ერევიან და ზურასნაირ ბიჭებზე შეიხოცონ ხელი"- პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულთა ახლობლები აქციას მართავენ
პოლიტიკა - 12:03, 05 Jul, 2019     834
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი.

ერთ-ერთი დაკავებულის ზურაბ ბუდაღაშვილის დედა მაგდა გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი აქციაზე თავს იცავდა.

"გუშინ საღამოს დააკავეს სახლთან. მთელი დღე თურმე იქ ყოფილან ჩასაფრებული და ელოდებოდნენ. როგორც კი გამოვიდა გარეთ, დააკავეს. ზურა აქციაზე შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობარი მიდიოდა და გაჰყვა. როცა მივიდა აქციაზე, ნახა, რომ მის გვერდით გოგონა წაიქცა და ტკივილისგან ტიროდა და წიოდა. ზურამ გამოსტაცა პოლიციელებს ხელიდან ხელკეტი და ფარის წართმევას რომ უპირებდა და ვერ ართმევდა, ამიტომ არტყამს იმ ხელკეტს ფარზე. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზურა ფარს არტყამს და არავინ დაუზიანებია და დაუზარალებია. ჩემი შვილი დაზარალდა. ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩვენ არ მოგვითხოვია პასუხი ამაზე. გავჩუმდით და გვერდზე გავდექით.

ჩვენ ბუზს სპილოდ არ ვაქცევთ და ვითმენთ ამ ტკივილებს. ახლა მოთმენის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გაათავისუფლონ ჩემი შვილი და გამიშვან საქართველოდან. საქართველოში დამტანჯეს, გამაწამეს, ოჯახი დამინგრიეს და დამიქციეს. სახლ-კარი აღარ გამაჩნია. ყველაფერი შეეწირა ამ უსამართლობას. დღეს თუ ჩემს ოჯახში შემოვიდნენ, ხვალ ვის მოადგებიან, ვინ იქნება ზურას მერე? ზურა ხელოვანი და ნიჭიერი ადამიანია, თავისი სამყარო აქვს, დაანებონ თავი. უსამართლობის პიკია და ზურა უსამართლობის მსხვერპლად იქცევა. უსამართლობის მსხვერპლი მე ვარ პირველ რიგში. მე დედა ვარ და როგორც დედა მივმართავ და ვეხვეწები ყველას - დამიდგეს ყველა დედა გვერდით, ვის შვილსაც საფრთხე ემუქრება. ზურა მოძალადე არასდროს ყოფილა. მძულს ყველა ომი - ეს ზურას სიტყვებია" დიდებს ვერ ერევიან და ზურაზე და მისნაირ ბიჭებზე შეიხოცონ ხელი და დიდი გამოძიება დადონ", - აღნიშნა ბუდაღაშვილის დედამ.

მისი განცხადებით, ზურაბ ბუდაღაშვილს აქვს რეზინის ტყვიით მიყენებული დაზიანებები.

მაგდა გობეჯიშვილის თქმით, მისი შვილი უდანაშაულოა და არ ისჯებიან ის პირები, რომელთაც რეალურად დანაშაული ჩაიდინეს.

შვილის უდანაშაულობაზე საუბრობს ასევე კიდევ ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის დედა.

რუსუდან თამლიანი აცხადებს, რომ ბესიკ თამლიანი, როდესაც აქციაზე მივიდა, ნახა, სამართალდამცველები როგორ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, რასაც მისი გაღიზიანება მოყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42