„7 წლის წინ ოლიგარქის ოცნება ახდა. ბიძინა ივანიშვილმა, ჩრდილოვანმა ქართველმა მაგნატმა, რომელმაც თავისი ფული რუსეთში იშოვა, თავის მშობლიურ ქვეყანაში კონტროლი ხელში აიღო. მიხეილ სააკაშვილი, პროდასავლელი მოდერნიზატორი, რომელიც ოდესღაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერით სარგებლობდა, ხელისუფლებიდან და ქვეყანიდან გაძევებული იქნა. ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებული კოალიცია, ცნობილი როგორც „ქართული ოცნება“ ირწმუნებოდა რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მათი თქმით, სამშობლოში ავტორიტარი იყო საზღვარგარეთ კი უგნური, დემოკრატიამ დაამარცხა. ბევრმა ქართველმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც ივანიშვილმა დემონიზაცია მოახდინა მისი წინამორბედის, რომლის მეთოდებიც მოსახლეობაში ხშირად შიშს იწვევდა, მან სააკაშვილის მიერ გაბრაზებულ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პირობაც დადო.
ვლადიმირ პუტინი, რუსეტის პრეზიდენტი, კმაყოფილი ჩანდა. 2008 წელს ის თავს დაესხა საქართველოს, რომ ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია შეეჩერებინა და სააკაშვილის „კვერცხებით“ დაკიდების პირობა დადო რუსეთის პროვოკაციაზე სამხედრო პასუხის გამო. მიხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა, მისი ქმედებები მიანიშნებდა საწინააღმდეგო მიმართულებას რუსეთის მხარეს. ცოტა ხნის წინ ის შეეცადა ძირი გამოეთხარა შავი ზღვის სანაპიროზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გეგმისთვის, რომელიც არის ამერიკისა და ევროკავშირისგან მხარდაჭერილი სტრატეგიული პროექტი. კრემლმა ის დააჯილდოვა პროპაგანდის შემცირებითა და ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნით.
მაგრამ გასული ორი კვირის განმავლობაში ქართული ოცნება კოშმარად გადაიქცა. რუსეთის სახეზე ღიმილი, უფრო ნაცნობმა ემოციით, დაბღვერვით შეიცვალა. ეს მოხდა მას შემდეგ რაც 20 ივნისს რუსეთის პალამენტის კომუნისტი წევრი, კრემლთან და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებული სერგეი ლავროვი საქართველოს პარლამენტში მივიდა. საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსულ ენაზე მოსაუბრე გავრილოვის ხილვა, იყო იმაზე მეტი, რისი მოთმენაც შეეძლოთ ქართველებს, რომლებმაც იციან, რომ რუსეთს მათი ქვეყნის მეხუთედი აქვს დაკავებული, აკონტროლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებს და მათ სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებს.
ათასობით ქართველი ახალგაზრდა ქუჩაში გამოვიდა. მიუხედავად იმისა რომ პროტესტს პროვიცირება გავრილოვის ვიზიტმა გაუწია, ის მიმართული იყო საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ახლა ივანიშვილის კულისებიდან იმართება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2013 წელს წავიდა, თუმცა აგრძელებდა კარნახს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც გახდა. პროტესტანტების აღშფოთება გამოწვეული იყო ანტილიბერალიზმის ზრდით, დამოუკიდებელის სასამართლო სისტემის არარსებობით, დანაშაულის ზრდით და კორუფციისა და ნეპოტიზმის დაბრუნებით.
ძალადობამ იფეთქა და სპეცრაზზმა ზედმეტი რეაგირება მოახდინა და ხელისუფლებამ თავისი მილევადი ლეგიტიმაცია დაკარგა. ივანიშვილი რომელიც თავს სააკაშვილის ტირანიისგან მსხნელად წარმოაჩენდა, ახლა საყოველთაო ზიზღით სარგებლობს. ხელისუფლებას მოუწია ბოდიშის მოხდა და ისეთ დათმობებზე წასვლა, როგორიცაა საარჩევნო სისტემის შეცვლა იმგვარად, რომ „ქართულ ოცნებას“ გაურთულდება ხელისუფლებაში დარჩენა მომავალია რჩევნების შემდეგ.
იმ დროს როდესაც ივანიშვილმა უკან დაიხია, პუტინმა რომელსაც ალერგია აქვს სამოქალაქო აქტივობებზე ნებისმიერ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, საპასუხო დარტყმა განახორციელა. საქართველოში რუსი ტურისტების დაცვის აუცილებლობის მოტივით (მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაშვაებულა) მან აკრძლალა პირდაპირი ფრენები საქართველოში და ქართულ ღვინოს არაოფიციალური ემბარგო დაადო. მისი პროპაგანდისტული მანქანა ეროვნულ შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს და რუსი ტურისტების დაკარგვის გამო ქართული ბიზნესის მოსალოდნელ ზარალზე საუბრობს. პუტინს კიდევ ორი სამიზნე აქვს. ერთს წარმოადგენენ რუსეთში მყოფი ლიბერალები, რომლებიც საქართველოში ხედავენ ქვეყანას, რომელიც წარმატებით რეფორმირდა. მეორე კი ამერიკაა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სეგრეი ლავროვი რეგიონში „გეოპოლიტიკურ ინჟინერიაში“ ადანაშაულებს. კრემლი საქართველოს არ თვლის ნამდვილად დამოუკიდებლად და მას განიხილავს, როგორც გასათამაშებელ კარტს, კავკასიაში და შავიზღვისპირეთში დომინირების თამაშში.
რუსეთის ხელისუფლებას არ მოწონს პორტის პროექტი ანაკლიაში, რომელიც აფხაზეთთის სიახლოვეს და პუტინის სოშის რეზიდენციიდან მხოლოდ 320 კილომეტრში მდებარეობს. პორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასევე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილი კავკასიის დერეფანში ჩინეთ-ევროპის გზაზე და ასევე ამერიკული წყალქვეშა ნავების ნავსადგური. ცოტა ხნის წინ ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინმა მუქარის შემცველი ულტიმატუმი გააჟღერა. „თბილისმა უნდა აირჩიოს ან რეგიონალური კეთილდღეობა ან ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგი.“
იმ შემთხვევაში თუ საქართველო ამ უკანასკნელს აირჩევს, მან გააფრთხილა, რომ საქართველო „უსიამოვნო სიურპრიზებს“ შეეჩეხება, იმის მსგავს რასაც უკრაინა 2014 წელს შეეჩეხა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა.
ივანიშვილი შეეცადა დაემშვიდებინა რუსეთი ანაკლიის გეგმის პროექტში ჩინეთის ჩართულობის მხარდაჭერით და ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ქართველ ფინანსისტებზე თავდასხმით, მაგრამ ამან თავის მხრივ, შეაშფოთა ამერიკელები. გასულ თვეს მაიკ პომპეომ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ საქართველოს უთხრა, რომ რუსეთი და ჩინეთი საქართველოს მეგობრები არ არიან და მის ინტერესებს არ ემსახურებიან. პუტინმა შეიძლება დაამტკიცოს, რომ პომპეო მართალი იყო.“- წერს სტატიის ავტორი.
წყარო The Economist
მასალის გამოყენების პირობები






