„გავრილოვის სია“ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა
პოლიტიკა - 11:27, 05 Jul, 2019     882
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართა.

პროექტის მიხედვით, 2019 წლის 20 ივნისის მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე, სერგეი გავრილოვისა და სხვა რუსი დეპუტატების დასწრება და სიტყვით გამოსვლა უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

ენმ ითხოვს დაევალოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტს იმ რუსი პოლიტიკოსების სიის შედგენა, რომელთა ვიზიტიც საქართველოში იქნება მიუღებელი, იმის მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ კანონი ოკუპაციის შესახებ.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, დაევალოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შეადგინოს პასუხისმგებელ პირთა სია, როგორც სერგეი გავრილოვისა და რუსი დეპუტატების ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისის ღამეს მოქალაქეების დარბევაზე.

უნდა შედგეს იმ პირთა სია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, დაადანაშაულა - „შესაბამისად ითანამშრომლა რუსეთთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაგდებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი.“

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სიაში შეყვანილი უნდა იყვნენ ის დეპუტატები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დეპუტატების მიმართ კონკრეტული სანქციები უნდა დაადგინოს. დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომაზე უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც ბიუროზე დარეგისტრირებულ პროექტს შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში კი მას კენჭს სესიაზე უყრიან.

"საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტაშორისო ასამბლეის სესია შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი.

2. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან თანამშრომლობით, მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, ფორმალურად აქვთ თუ არა მათ დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

3. დაევალოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, დაიწყონ მოსმენები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესასწავლად და დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც სერგეი გავრილოვის ქვეყანაში მოწვევაზე, ასევე 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე ბრძანების გაცემაზე. შეადგინოს იმ პირთა სია, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც მომხდარში დაადანაშაულა საქართველოს პარლამენტის წევრი, ნიკანორ მელია და შესაბამისად ითანამშრომლა რუსულ მხარესთან მათი მოთხოვნის შესაბამისად, დასჯილიყო საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევებაზე პასუხისმგებელი დეპუტატი. აღნიშნულ სიაში შეყვანილ უნდა იყვნენ პარლამენტის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას.

4. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაადგინოს საერთაშორისო სანქციების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც მიზანშეწონილი იქნება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ.

5. საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, დადგენილების მიღებიდან 2 თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ დადგენილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა სია და სანქციები, რომლის მოთხოვნითაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას" - აღნიშნულია დადგენილების სიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42