პროკურატურისა და შს სამინისტროს დღევანდელ განცხადებებს ეხმაურებიან ოპოზიციის ლიდერები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ივანიშვილის მმართველობას „კარიკატურულ დიქტატურას“ უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების არაადექვატური ნაბიჯების ფონზე, ოპოზიციის ამოცანაა, „რეჟიმის დასრულება სახელმწიფოებრივი, უკომპრომისო ნაბიჯებით“
„ივანიშვილს სურს ქართველები დააშინოს, დიქტატურისთვისაც მზად ვაროს ასხივებს, მაგრამ ამ ყველაფერს კარიკატურული დიქტატურის სახე აქვს. რეჟიმის მოქმედებების ტურბულიზაცია შეუქცევად ფაზაში შედის. ივანიშვილის გადაწყვეტილებები და მოქმედებები სულ უფრო არაადეკვატური ხდება, რაც სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის ნიშნებს შეიცავს. ცახესი შეშინებულია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორებით და შეცდომას შეცდომაზე უშვებს! ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რეჟიმის დასრულება მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით გაჯერებული, მაგრამ უკომპრომისო, რადიკალუი ნაბიჯებით!“ - წერს ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






