დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან დახურულ კარს მიღმა შშეხვედრა დასრულდა. შეხვედრის განხილვის თემა საარჩევნო ცვლილებები იყო.
ბესელია და კვაჭანტირაძე სამუშაო ჯგუფებში ჩართვას აპირებენ. როგორც თალაკვაძესთნ შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, კობახიძემ დამოუკიდებელ დეპუტატებთან ურთიერთობის მძიმე მემკვიდრეობა დატოვა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ახალი სპიკერის პირობებში, პარლამენტში განსხვავებული პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის გაცილებით უკეთესი სამუშაო გარემო იქნება.
„შეხვედრა საქმიანი იყო. კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რასაც ცვლილებები „საარჩევნო კოდექსშიც“ უნდა მოჰყვეს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება „საარჩევნო კოდექსში“ ბევრ ცვლილებას იწვევს. ეს არ უნდა შეეხოს მხოლოდ პროპორციული სისტემაზე გადასვლას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მხარს ვუჭერთ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ, რომ რამემ არ შეაფერხოს და რამე ისეთი მიზეზი არ აღმოჩნდეს, რომლის გამოც შეიძლება, შეიცვალოს წინადადება, რაზეც მმართველი პარტია ამბობს, რომ მზად არის.
მზად ვართ, სამუშაო ფორმატში ჩავერთოთ, რომელსაც არჩილ თალაკვაძე გაუძღვება. მძიმე მემკვიდრეობა, რაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით დატოვა, დარწმუნებული ვარ, ახალი თავმჯდომარე ცუდ ისტორიას შეცვლის და პარლამენტში გაცილებით უფრო სამუშაო გარემო იქნება, მათ შორის განსხვავებულად მოაზროვნე და პოზიციის მქონე დეპუტატებისთვის”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






