ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაინიშნა მისი ყოფილი ფეხბურთელი, ფრენკ ლამპარდი, რომელმაც 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან.
''ძალიან ვამაყობ იმით, რომ ჩელსიში მთავარი მწვრთნელის რანგში დავბრუნდი. ყველამ იცის ჩემი სიყვარულის შესახებ კლუბისა და იმ ისტორიის მიმართ, რომელიც ერთად გავიზიარეთ. მხოლოდ მუშაობაზე და სეზონისთვის მომზადებაზე ვარ ფოკუსირებული. აქ ბევრი მუშაობისთვის, მომავალში კლუბში წარმატების მოტანისთვის ვარ და ერთი სული მაქვს დავიწყო'' ,- განაცხადა ლამპარდმა.
41 წლის ყოფილ ინგლისელ ფეხბურთელს 13 წელი აქ გატარებული ლონდონის ჩელსიში და გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის ავტორია - 640 შეხვედრაში მის ანგარიშზეა 211 გოლი და 150 საგოლე გადაცემა. ამ შედეგით იგი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ინგლისის პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირებს შორის მე-4 პოზიციას ინარჩუნებს 177 გოლით. ინგლისელ ფეხბურთელს კარიერაში ჩელსისთან ერთად ყველა გუნდური ტიტული აქვს მოპოვებული: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, ინგლისის ასოციაციისა და სუპერთასები.
მასალის გამოყენების პირობები