"სრული საგიჟეთია, უნდა ველოდოთ სატელეფონო საუბარს - როგორ თხრის მიშა გვირაბს ლონდონიდან ბომბეიმდე"- ხუხაშვილი ხელისუფლებას ფსიქიატრთან მისვლას ურჩევს
პოლიტიკა - 16:45, 04 Jul, 2019     3809
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტრაგიკომედიას უწოდებს პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რაზეც თადუმაძის უწყებამ საგანგებო განცხადება დღეს გააკეთა.

ხუხაშვილმა "ნიუპოსტთან" ამ ხელისუფლების პირობებში მსგავსი მუხლით დაწყებულ გამოძიებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეებს პოლიტიკური სარჩულის გამო მტვერი აქვს დადებული და პატრონიც არ ჰყავს.

ექსპერტი ჩვენთან საუბარში სამართლებრივ ჭრილზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ მორიგი "სატელეფონო ჩანაწერსი გამოგდებას" ელოდება.

ხუხაშვილს სახელმწიფო ბრალდების რეალობაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ხმაურიანი საქმე საკუთარი პრობლემების მოგვარებისთვის სჭირდება.

"საქმის სამართლებრივ ნაწილზე ვერ ვისაუბრებ... ალბათ უნდა ველოდოთ სატელეფონო საუბარს - როგორ თხრის მიშა ლონდონიდან - ბომბეიმდე გვირაბს. პროკურატურამ უნდა აგვიხსნას, რა გახდა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირების მოტივი. რაც შეეხება პოლიტიკურს - ეს ყველაფერი ტრაგიკომიკური და არადამაჯერებელია, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი საქმეები არაერთხელ ვნახეთ აღძრული, მათ სქელი მტვერი ადევთ. სად არის ეს საქმეები, რომელსაც წინასაარჩევნოდ დიდის ამბით აღძრავდნენ ხოლმე და მერე არც პატრონი ჰყავს და არც პერსპექტივა. დღესაც ხელისუფლებას პრობლემები აქვს და ამ რიგში უნდა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების ხმაურიანი საქმე წამოიწყოს და საზოგადოება კვლავ დათრგუნოს, რომ საკუთარი პრობლემები ამით გადაწყვიტოს.

კი ბატონო, შემოგვთავაზონ მტკიცებულებები და მერე ვილაპარაკოთ სხვა რამეზე. ამ მოცემულობით ეს ყველაფერი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. პირდაპირ გეტყვით, სრული საგიჟეთია"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგს უჭირს საუბარი მიიღებს თუ არა პოლიტიკური რეპრესიები უფრო მძაფრ სახეს და ვიხილავთ თუ არა ოპოზიციურ ლიდერებს ციხეში.

"ისეთ სიგიჟეში გადაიზარდა ეს ყველაფერი, ექსპერტებს პროგნოზირების არანაირი ინსტრუმენტი არ აქვთ. ჯობია, პირდაპირ ფსიქიატრებს მიმართოთ. ბატონი ავლიპი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ როგორც ვიცი მისი შვილი აგრძელებს საქმიანობას და შეიძლება მან გააკეთოს რაიმე ტიპის პროგნოზირება. ზაფხულია, ტემპერატურამ აიწია და როგორც ჩანს ეს კიდევ უფრო აათკეცებს ასეთი ტიპის გართულებებს იმიტომ, რომ მე ლოგიკას ვეღარ ვხედავ. თუნდაც პარლამენტში შევარდნა ეს არის სახელმწიფო გადატრიალება?! - რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? ხელისუფლებამ დღეის მდგომარეობით, მთლად მეოცე საუკუნის დასაწყისის ნარატივში გადაგვისროლა, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება ფოსტა-ტელეგრაფის აღებით იწყებოდა.

თუნდაც პარლამენტის შენობაში შევარდნის მცდელობა, ის სახელმწიფო გადატრიალებად გადაკვალიფიცირება ეს მართლა ტრაგიკომედიაა"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42