გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა
პოლიტიკა - 16:36, 04 Jul, 2019     796

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.

თბილისის მერის თქმით, ხიდები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ისინი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა.

„ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამჟამად დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელსაც შემდგომი კვირების განმავლობაში განვახორციელებთ. ასევე, გამწვანდება შუა გამყოფი ზოლი. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან საინტერესო პროექტს - გამყოფ ზოლში ვაპირებთ ველობილიკის მოწყობას. მიხარია, რომ ხიდების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული მასალები საქართველოშია წარმოებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდამავალი პროექტის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გასული წლიდან ახორციელებდა.

სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს, სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კონსტრაქშენ სერვისი“ განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაკტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42