"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიდევ უფრო დიდ რეპრესიებს იწყებს.
დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ყოველდღიურად ეფლობა ღრმა კრიზისში.
"ცდილობენ რეჟიმის შესანარჩუნებლად, უფრო დიდი რეპრესიები დაიწყონ. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, ისიც, რომ ეს არის სერიოზული პანიკის სპირალში შესვლა, რასაც ხელისუფლების ყოველდღიური განცხადებები. კიდევ ვიმეორებ, სანამ გახარია თანამდებობაზეა, "ქართული ოცნებისთვის" და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის ყოველი დღე ერთმანეთზე უარესია. ახლა როცა საზოგადოებას ეუბნემებიან, რომ გავრილოვის წინააღმდეგ ვიღაცამ ამბოხი წამოიწყო, ესეც არის იმის მაჩვენებელი თუ რა ფსკერზე იმყოფება ივანიშვილის რეჟიმი. ყველა ისტორიაში ასე იყო, რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკურ რეპრესიებს იწყებს, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკური რეპრესიების არავის არ ეშინია. გასაგებია რატომაც აკეთებენ და რისი თქმა უნდათ - უნდათ დაგვანახონ, რომ თითქოს ივანიშვილი უძლეველია, სინამდვილეში ის ამ ეტაპზე ძალიან შესუსტებულია. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველა მიმართულებით უზურპაცია მოახდინა, რეალურად ის ყოველდღიურად უფრო ღრმა კრიზისში ეფლობა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს ლიდერი იმ ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ნადირობას არ გამორიცხავს, რომლებიც ე.წ. პროკურატურის ოქროს მოწმეს, ვინმე კვიციანს თავის ჩვენებაში დასახელებული ჰყავს.
"სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რამიშვილის კანტორაში მომუშავე ადამიანების ჩვენებები იდენტურია, შესაბამისად მე პირადად, რეჟიმის მხრიდან არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება ძალიან მცირეა და ყოველდღიურად კიდევ უფრო შემცირდება. არცერთ რეჟიმს პოლიტიკური რეპრესიებით არ მიუღწევია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და რა საკვირველია ვერც ოლიგაქის ძალაუფლება იქნება შენარჩუნებული"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






