„კობახიძისთვის კალაძეს ამოაკვრევინეს პანღური სწორედ იმ ფეხით, საკუთარ კარში რომ გაჰქონდა გოლები“ - როსტომ ჩხეიძე
პოლიტიკა - 15:53, 04 Jul, 2019     1367

მწერალი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რრომ ქვეყნის არაოფიციალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალგაზრდობა ვერ მოდრიკა ვერაფრით, თორემ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები კი იოლად წამოიკიდა და კიდეც წაჰკიდა ერთმანეთს პროპორციული საარჩევნო სისტემისა და რაც მთავარია , ნულოვანი ბარიერის დაპირებით.

„ცხადია ეს ნულოვანი ბარიერი თავისთვის აქვს შეგულებული - როგორმე ამ გზით რომ შემოაცუროს მაჟორიტარი დეპუტატები და ასე შეავსოს ოცნების დანაკარგი და საგრძნობი დანაკარგიც, მაგრამ ამასობაში დიდი იმედები გაუჩნდათ და გულიც მოეცათ იმ პოლიტიკოსებს, თავთავიანთი პარტიების იმედად ვერც ვერასოდეს რომ ვერ ეღირსებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრობას.

და კიდეც მაშინვე გაყიდეს ის ახალგაზრდები, რომელნიც - თავისუფლების სულით აღვსილნი - უპირველესად მაინც ეროვნული ღირსებისა და თავმოყვრეობის დასაცავად იბრძვიან.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს ახალი კანონპროექტი - ამ ახალგაზრდების სისხლითა და უშუალო ზემოქმედებით მოპოვებული - თავიანთ მონაპოვრად გაასაღა „ქართული ოცნების“ ელიტამ იმ პრეზენტაციაზე, რომელზეც ასე ყელყელაობდა და ყელკმაზულობდა ის ირაკლი კობახიძე, ვისი უშუალო ბრძანებითაც გაუმზადეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვს, მანამდე კი ფიანდაზებიც გაუფინეს. ეს სიტყვა "ფიანდაზი" ჯადოსნური ზღაპრების შემდგომ აღარსად მსმენოდა და გამიკვირდა, ოფიციალურ ბრძანებაში რომ ჩაეწერათ.

„ოცნებელები“ ახსენებენ პასუხისმგებლობის გრძნობას, რამაც თითქოსდა გადააწყვეტინა ირაკლი კობახიძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომა, ვითომ ჩვენს თვალწინ არ მომხდარიყოს ის ყოველივე და არ ვიცოდეთ, რომ ბატ. კობახიძე თავის ნებით არ გადამდგარა, და თვითონ არც კი განუცხადებია: გადავდექიო, - და არამარტო აიძულეს, არამედ კახი კალაძემ გვაუწყა მის მაგივრად, შეიძლება ითქვას, რომ იმას ამოაკვრევინეს პანღური სწორედ იმ ფეხით, საკუთარ კარში რომ გაჰქონდა გოლები.

ამჯერადაც საკუთარ კარში მოუხდა გოლის გატანა ბატ. კალაძეს, მაგრამ - განსხვავებით იმ მატჩისაგან - ქვეყანა არ დაუზარალებია, ის კი არა, ასეთი სწორი მიმართულებით ფეხი აქამდე არც არასოდეს გაუქნევია,“ - აცხადებს როსტომ ჩხეიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42