"ქართული ოცნება" განაგრძობს ძველი პარანოიის გზას, რომელიც თავის დროზე ჭიკაიძის მიერ, "საბურავების საქმით" დაიწყო. მერე იყო მეორე გადატრიალების საქმე, რომელიც თითქოს "რუსთავი 2"- ის ეზოში მზადდებოდა და დღეს ეს, არაადეკვატური განცხადება, რაც გააკეთეს. ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს რა განწყობაა საზოგადოებაში, ვერც იმას რატომ გამოვიდა ხალხი მიტინგზე. არის აგონიაში. სხვა შეფასებას ვერ ვუძებნი ამ არანორმალურ ნაბიჯს"- აღნიშნავს "ნიუპოსტთან" ოთარ კახიძე.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მუხლის დამძიმებით, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტს ვერ ჩააცხრობს.
"პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება, თუ ამას ფიქრობენ, მათ ვერ უშველით. ძნელია იმაზე საუბარი ხელისუფლებს თავში რა ტრიალებს. ერთი რამ ცხადია - ისინი არიან სიტუაციის არაადეკვატურად შემფასებლები და ვერ ვხვდებიან ქვეყანაში რა განწყობაა და ვერც იმას აცნობიერებენ რა ნაბიჯები უნდა გადადგან კრიზისის განსამუხტად. პირიქით, უარეს კრიზისში შედიან"- თქვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა.
"ნიუპოსტი" დაინტერესდა, ელოდება თუ არა ოთარ კახიძე ოპოზიციის იმ ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, რომლებიც მოქალაქე ნათია ბერიძემ ჩვენებაში ახსენა, რაზეც ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა უჭირს.
"ვერ გეტყვით, მათ თავში რა მოუვათ და რა დაარტყამთ ამაზე პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ"- დასძინა უმცირესობის დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები






