"საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე" - ნიკოლოზ ალავიძე
პოლიტიკა - 15:29, 04 Jul, 2019     531

„ჩვენ მოვიწვევთ გლობალურ მოთამაშეებს ICT სფეროში, რომლებიც გადაამზადებენ საქართველოს 3000 მოქალაქეს, რომ ისინი გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თამამად ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებში, შევიდნენ და გახდნენ სრულყოფილი მონაწილეები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, რითაც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში." - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც გაიხსნა საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები.

პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტმენეჯმენტის, დიაზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი. შერჩევის შედეგად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

„ჩვენი უხეში გათვლებით, ეს არის წელიწადში, დაახლოებით დამატებითი 200-300 მილიონ დოლარამდე ღირებულების შრომითი ბაზარი და მისი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან კურსს სრულყოფილად, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და გარანტირებულად დასაქმდებიან უკვე გლობალური მასშტაბით" – განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, გლობალურ ტექნოლოგიების ბაზარზე კვალიფიციური კადრების დიდი მოთხოვნაა, თუმცა, მიწოდება ამ ნაწილში ძალიან დაბალია. „შესაბამისად, ამისთვის არის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები, რომლებიც მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ, მაგრამ სიღრმისეული განათლების კურსებს - მათი წარმატებით გავლისა და შესაბამისი სერტიფიკატით აღჭურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი გარანტირებულია, რომ დასაქმდება საერთაშორისო ტრანსაციონალურ კორპორაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია იგი გეოგრაფიულად პლანეტის რომელიმე ადგილზე იყოს, წარმატებით შეიძლება ამ სამუშაოს გაწევა, მაგალითად, საქართველოდან" - აღნიშნა ალავიძემ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42