ლონდონში სტარტი აიღო უიმბლდონმა - მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა ტურნირმა ჩოგბურთში. გთავაზობთ რამდენიმე უჩვეულო ფაქტს ამ პოპულარული თამაშის შესახებ.
ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავრად დიდი ბრიტანეთის კავალერის მაიორს უოლტერ კლოპტონ უინგფილდს (Walter Clopton Wingfield) მიიჩნევენ. 1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტ-ჩოგბურთს, ბადმინტონს, ფაიფს და რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა, ამ თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი“). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა.
- დიდი სლემი. დიდი სლემის მოგება
ეს ტერმინი ჩოგბურთში ბანქოს ცნობილი თამაშის - ბრიჯისგან გადმოვიდა. დიდი სლემის მოგება ნიშნავს ერთ სეზონში 4 ძირითადი ტურნირის - ავსტრალიის ღია ჩემპიონატის, აშშ-ის ღია ჩემპიონატის, როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგება ერთი სპორტსმენის მიერ. ბოლოს ეს მამაკაცებში 60-იან წლებში შესძლო როდ ლეიცერმა, ხოლო ქალებს შორის ბოლოს წარმატებას შტეფი გრაფმა მიაღწია 1988 წელს.
- რატომ არის ჩოგბურთში ასეთი უცნაური ანგარიშიროგორც იცით, გეიმში პირველი წარმატების შემდეგ ჩოგბურთელს 15 ქულა ერიცხება, მეორეზე - 15 და მესამეზე - 10. მეოთხე წარმატება უკვე გეიმის მოგებას ნიშნავს.
გასაოცარია, რომ ქულების დათვლის ამ მეთოდის წარმოშობის შესახებ ჩამოყალიბებული ახსნა არ არსებობს. ერთერთი ვერსიით, ის გადმოტანილია შუასაუკუნეების ფრანგული თამაშის - jeu de paume (ხელისგულით თამაში), რომელიც ჩოგბურთის ფრანგულ წინაპრად ითვლება. მას ხელით თამაშობდნენ. თამაში იწყებოდა ბადიდან 60 ნაბიჯში. წარმატების შემთხვევაში მოთამაშე 15 ნაბიჯს დგამდა წინ, შემდეგი წარმატებისას 10-ს.
- რატომ კვნესიან ჩოგბურთელი ქალები დარტყმის დროს
ჩაწოდების დროს არამარტო ქალები, არამედ კაცებიც კვნესიან ხოლმე. ყველაზე ცნობილი ამ საკიხში ნადალი და ჯოკოვიჩი არიან.
ამ საკითხზე სამეცნიერო კვლევებია ჩატარებული. მოთამაშეები აცხადებენ, რომ კვნესა მოქნების დროს დარტყმნის ძალას აძლიერებს, ამასვე აცხადებენ მეცნიერებიც, რომლებმაც გამოიკვლიეს, რომ ხმამაღალი ამოსუნთქვა, რომელიც კვნესას წააგავს, დარტყმის ძალას 3,8%-ით აძლიერებს. მათ ისიც კი განაცხადეს, რომ არ იქნება ურიგო კვნესა სხვა სპორტის სახეობაშიც იყოს გამოყენებული.
თუმცა, არიან სპორტსმენები, რომლებიც ამ ფაქტს უარყოფითად უყურებს. მაგალითად მარტინა ნავრატილოვა "მკვნესარე" ჩოგბურთელებს "თაღლითებს" უწოდებდა და მის აკრძალვას ითხოვდა. მისი აზრით ეს არა დარტყმის ძალის გაძლიერებისთვის კეთდება, არამედ მოწინააღმდეგის დაბნევისთვის, რათა მან მისკენ წამოსული ბურთის სიძლიერის განსაზღვრა ვერ შესძლოს. მარტინა ამ მეთოდს არასპორტულ საქციელს უწოდებდა.
- დრეს-კოდი ჩახცმულობაში
ჩოგბურთელთა ჩაცმულობის მხრივ განსაკუთრებული სიმკაცრე უიმბლდონზეა. ჩოგბურთელებმა მხოლოდ თეთრი ფერის ტანსაცმელი უნდა ეცვას. ეს ტრადიცია მე-19 საუკუნიდან მოდის. იყო შემთხვევა, როდესაც მსაჯმა ერთერთ სპორტსმენ ვაჟს საცვლის გამოცვლა სთხოვა, რადგან თეთრ შორტებში შავი ტრუსი ჩანდა.
სხვა ტურნირები ნაკლები სიმკაცრით გამოირჩევა. თუმცა 2018 წელს, მას შემდეგ რაც სერენა უილიამსი როლან გაროსზე მოტკეცილი კობინიზონი გამოჩნდა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ამიერიდან ამ სახის ტანსაცმელი აკრძალულია.
- დადიან თუ არა ჩოგბურთელები ტუალეტში?
მოკლე პასუხია -კი. დიდი სლემის ტურნირებზე ქალებს უფლება აქვთ სამი სეტის განმავლობაში ორჯერ წავიდნენ ტუალეტში, მამაკაცებს - 5 სეტის განმავლობაშ - 3-ჯერ. ეს მათ შესვენების დროს უნდა გააკეთონ. ამასთან, თუ სპორტსმენი კორტს 90 წამზე მეტ ხანს ტოვებს, მსაჯს შეუძლია იგი დააჯარიმოს და მოწინააღმდეგეს ქულები ჩაუთვალოს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს New York Times-ი წერდა, რომ ამ უფლებას მოთამაშეები ეშმაკურად იყენებენ. მაგალითად, დროის გაყვანის მიზნით, რათა წარმატების ტალღაზე მყოფი მეტოქის რიტმი დაეცეს. ენდი მარეი ყვება, რომ 2012 წელს, აშშ-ის ღია პირველობის იგი კორტიდან იმიტომ გავიდა, რომ საკუთარი თავისთვის გამარჯვების რწმენა ჩაენერგა. მართლაც მარეი თამაშს აგებდა, თუმცა, საბოლოოდ გაიმარჯვა.
ტუალეტში გასვლის უფლების ეშმაკურად გამოყენება როჯერ ფედერერმაც აღიარა. მან ეს უფლება იმისთვის გამოიყენა, რომ მზე, რომელიც მას ხელს უშლიდა თამაშში, ოდნავ მაინც გადასულიყო.
- შეიძლება თუ არა ჩოგბურთის ბურთმა ადამიანი მოკლას?
ტოპ-ჩოგბურთელის მიერ დარტყმული ბურთი ხანდახან 200 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს. მისი სხეულზე მოხვედრა ძალიან არასასიამოვნოა. ხშირად ამით კორტის მომსახურე ბიჭები და დამხმარე მსაჯები ზარალდებიან ხოლმე.
1983 წელს ახალგაზრდული US OPEN-ის ფინალში სტეფან ედბერგის მიერ დარტყმული ბურთი 61 წლის მსაჯს, კოშკურაზე მჯდომ რიჩარდ ვერტჰეიმს მოხვდა. ძლიერი დარტყმის შედეგად იგი მიწაზე გადმოვარდა, თავი დაარტყა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
იყო მეორე შემთხვევაც - გაბრაზებული ჩოგბურთელის მიერ გამეტებით დარტყმულმა ბურთმა 2017 წელს დევისის ტურნირზე მსაჯს ყბა მოტეხა. ჩოგბურთელს დამარცხება ჩაუთვალეს და 7 000 დოლარით დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები