"გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე"- მაია ცქიტიშვილი
პოლიტიკა - 13:08, 04 Jul, 2019     809
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ შს მინისტრის პოსტი არ უნდა დატოვოს. მისი თქმით, გახარიას პასუხისმგებლობა ახლა იმით განისაზღვრება, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე და ძალოვანი უწყების გამართულად ფუნქციორება მოახერხოს.

"მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც ისაუბრა, მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გამოძიების ობიექტურად წარმართვის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს.

„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, როგორც მე ვიხილე იგივე მედიაში, უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდგომში იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ, პროცესში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა“-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42