აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 10:12, 04 Jul, 2019     1072
3 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აშშ-ს დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ცერემონიის დაწყებისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ჰიმნი დაუკრეს. სტუმრებს შორის მდგარმა ჟურნალისტმა ლიკა ბასილაიამ და TV კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალზე ხელი აიფარეს და ამ ჟესტით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და სიტყვის ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ მას და მის კოლეგებს ეამაყებათ, რომ ზაფხულს საქართველოში ატარებენ. ელჩმა მოუწოდა სხვებსაც, რომ საქართველოში გაატარონ არდადეგები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობას 4 ივლისს აღნიშნავენ. ეს დღე ოფიციალურად უქმე დღეა.

1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანიაში მიირეს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42