"კალაძე „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების მწკრივს მიუერთდა, რომლებიც ივანიშვილის დავალებას ასრულებენ" - ოპოზიცია თბილისის მერს პასუხობს
პოლიტიკა - 18:54, 03 Jul, 2019     857
თბილისის მერის განცხადებას იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლა არ მომხდარა და ეს იყო მოგერიება ოპოზიცია პასუხობს.
ოპოზიციის წევრები კახა კალაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კალაძეც ახმოვანებს ხელისუფლებას, რომელიც არაადეკვატურია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კახა კალაძე ერთი მხრივ, იტყუება, მეორეს მხრივ კი პასუხისმგებლობას გაურბის.

„მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ეს იყო არა მხოლოდ დაშლა, არამედ სადამსჯელო ოპერაცია მთელი თბილისის ცენტრის მასშტაბით, სადაც ადამიანები დასახიჩრდნენ, დაკარგეს თვალი, მათ შორის ადამიანები, რომლებიც სიახლოვესაც არ იყვნენ პარლამენტის შესასვლელთან და ეს ხდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. პირველ რიგში, ეს არის ელემენტარული ტყუილი. მეორე - ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. კახი კალაძე „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების მწკრივს მიუერთდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, რომ შავზე თქვან თეთრი და არ აიღონ პასუხისმგებლობა ამ სასტიკ ღამეზე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, ადრე თუ გვიან ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწევს და შს მინისტრი, გიორგი გახარია გადადგება.

„უკან არ იხევს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“, ჩაბღაუჭებულია გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს და ცდილობს, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი უტიფარი გზავნილებით აჩვენოს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ისინი არ აპირებენ, უკან დაიხიონ და ისევ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ ოპოზიციის მხრიდან. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწევს, გახარიას მოუწევს გადადგომა იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად სამართლებრივი დარღვევები, ეს უტიფარი, უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები, ისინი არიან ერთ მხარეს და მთელი საქართველოს საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, ის ახალგაზრდები, რომლებიც უკან არ იხევენ, მეორე მხარეს დგას, ამიტომ, ეს ხელისუფლება იძულებული გახდება, რომ უკან დაიხიოს,“ - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42