ზაქარია ქუცნაშვილი გახარიას იცავს და 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და სპეცრაზმელებს აკისრებს
პოლიტიკა - 18:09, 03 Jul, 2019     2759
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მთავარმა მასპინძელმა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას და სპეცრაზმელებს დააკისრა.


„ქართული ოცნების“ წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელებმა რეზინის ტყვიების სროლის და ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სახელმწიფო თავის მოქალაქეებთან დამნაშავე არ არის.

„რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში, საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში ნიშნავდა იმ მოწოდებებს, რაც გაკეთდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებების სახით, ისე არავინ დაზარალდებოდა. ასე, რომ სრულად პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ეკისრება უპასუხისმგებლო ოპოზიციას, რომელმაც უბიძგა მოქალაქეებს იმ ძალადობისკენ, რა ძალადობაც ჩვენ ვიხილეთ მთელი საათების განმავლობაში. ასე, რომ პასუხისმგებლობა პოლიციის რეაქციაზე თავიდან ბოლომდე აქვს ინსპირატორებს, ვინც გაუკეთა ინსპირირება ამ ძალადობას. გამოდის წინა პლანზე არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომელი იქცეოდა პროპორციული ძალის გამოყენების ფარგლებში და რომელი გასცდა პროპორციული ძალის ფარგლებს. სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, ცალკეული გადაცდომები იყო და ამაზე არავინ მალავს," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინსტიტუტებს იცავდა და კანონის შესაბამისად მოქმედებდა.

"გახარია იცავდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მოქმედებდა კანონის სრული შესაბამისობით. თქვენ ფიქრობთ, ან ვინმე ფიქრობს, რომ დანაშაულის ფაქტის დანახვის შემთხვევაში პოლიციელმა ზემდგომს უნდა დაურეკოს და შეუთანხმოს, რომ გამომიგზავნე წერილობითი თანხმობა ან სიტყვიერი ბრძანება, რომ დანაშაული აღვკვეთო, ძალიან ცდებით, კანონმა მიანიჭათ ეს უფლება,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42