"მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს ჩართული პროცესში. არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ იმოქმედოს "მე ვარ და ჩემი ნაბადი"-ს პრინციპით" - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 16:29, 03 Jul, 2019     880
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართეს.


ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მოხდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი).


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებას რეალურად სურს განახორციელოს რეფორმა და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, რეფორმირების პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის ძირითადი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში, და არა ისე, როგორც ეს ხელისუფლებამ სცადა, ზოგიერთი, მისთვის სასურველი პარტიებით დაეკომპექტებინა.

“საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებით ეუთო, ოდირის მხრიდან იყო არაერთი მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეული და პრინციპული ცვლილებები, რომელიც უკავშირდება გარკვეულ მექანიზმებს, რასაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს არჩევნების გასაყალბებლად, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სადაც აბსოლუტურად მორღვეულია ბალანსი და ყველაფერი ხელისუფლების ხელშია. დაწყებული საუბნო კომისიებიდან, დასრულებული ცენტრალური საარჩევნო კომისიით, მათი მუშაობის გამჭვირვალობა თითქმის ნულის ტოლია და ამ საკითხშიც უპირატესობა, ისევ და ისევ, აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას და ოპოზიციას, ფაქტობრივად, შეხების საშუალებაც არ აქვს, რომ ინფორმაცია ნორმალურად მოიპოვოს ბრძოლის გარეშე. უკანონო ფინანსების და შავი ფულის ბრუნვა, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაში, იცით რომ არადეკლარირებული თანხები სერიოზულად იხარჯება და ამის ნაწილია ამომრჩევლის დაშინება მოსყიდვა. არის უამრავი სხვა საკითხი, რომელიც არეგულირებს საარჩევნო სისტემის გამართულობას და ამასთან დაკავშირებით პარლამენტში იყო მცდელობა, სწორედ ეუთოს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც ხელისუფლებამ სცადა მისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალებით დაეკომპლექტებინა, რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, მაგრამ დღეს არ მგონია, რომ პარლამენტის უმრავლესობა დღეს იმ რეალობის წინაშე იდგეს, რომ მას ამის ფუფუნება ქონდეს. თუ მას რეალურად სურს განახორციელოს რეფორმა საარჩევნო კანონმდებლობაში და სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყოველგვარი გაყალბების გარეშე. მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მეტ-ნაკლებად არის ძირითადი მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული და მიიღოს მონაწილეობა ამ რეფორმაში. ეს არის მთელი არსი ამ მოთხოვნის. აქვე დავძენ, რომ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ პრინციპით იმუშაოს, იმიტომ რომ ჩვენთვის მომდევნო საპარლამენტო არჩვენები არის უპრინციპულესი არჩევნები, რითაც უნდა დასრულდეს ქვეყანაში ოლიგარქიული რეჟიმი და ამდენად ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას, რომელიც ფაქტობრივად აღმოჩნდა რომ რუსული საოკუპაციო ხელისუფლების კარგ გაგრძელებას წარმოადგენს თურმე საქართველოში, მას არ მივცემთ საშუალებას, რომ არჩევნების გაყალბების გზით მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია" - განაცხადა ქარდავამ.

ედპ-ის ლიდერის შეფასებით, ხელისუფლებას მოუწია უკან დახევა და დათმობა ისეთი საკითხის, როგორიცაა პროპორციული სისტემა, თუმცა, ქარდავას თქმით, ეს იყო არა ხელისუფლების კეთილი ნება, არამედ მმართველ ძალას საპრპოტესო აქციების ფონზე მოუწია ამის დათმობა.

"ფაქტობრივად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით თამამად შეიძლება თქმა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას კარგავს და მისი მთავარი ბერკეტი, ე.წ მიკრო ფეოდალი მაჟორიტარები ვერ იქნება გამოყენებული. მას მოუწია სწორედ ამ პროტესტის ფონზე დათმობაზე წასვლა, ეს არ იყო ხელისუფლების კეთილი ნება. ბუნებრივია მათ მოუწევთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაც, თუ არა და ეს პროტესტი კი არ გამქრალა სადმე, დღესაც გრძელდება. ის რაც სამზარეულოდან უკვე გამოვიდა და ქუჩაში გადმოიღვარა, მისი უკან შებრუნება არის შეუძლებელი, ამდენად მე დარწმუნებული ვარ რომ თუ ხელისუფლებას ყოფნის კეთილგონიერება ის წავა დათმობებზე”- განაცხადა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42