გავრილოვის სისხლიანი ღამე - ვისი დნაშაულის გამო დასაჯა პუტინმა საქართველო?- კარასინი გვემუქრება აბაშიძე კი პრაღის ფორმატის წვლილზე და მთავარ მანდატზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:49, 03 Jul, 2019     1595
კრემლის ღია მუქარა საქართველოს - "გავრილოვის სისხლიანი ღამის" შემდეგ, პუტინი საქართველოს მორიგ სანქციებს უწესებს. ჟენევის მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე კი გრიგორი კარასინი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას წითელი ხაზების დათმობის სანაცვლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს.

კარასინმა "კომერსანტთან" ინტერვიუში ავიამიმოსვლის დაბლოკვას ხისტი, თუმცა ადეკვატური ზომა უწოდა.

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო.

თბილისში, ანალიტიკოსებმა ოკუპანტი ქვეყნის დიპლომატის მესიჯი ასე გაშიფრეს - მოსკოვი ახლა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ელოდება და ამის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მოქმედება.

"ნიუპოსტი" დაინტერესდა რას ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული აბაშიძე ამბობს, რომ 20 ივნისს შეცდომები „ყველა მხრიდან იყო“ დაშვებული. „ნიუპოსტის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად აბაშიძემ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არ ისაუბრა. ქართველი დიპლომატი შეეცადა ჩვენთვის აეხსნა, რა სარგებელი მოიტანა აბაშიძე-კარასინის ფორმატმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ „რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩდა“.

ზურაბ აბაშიძე: „8 ივლისიდან ავიამიმოსვლა დროებით შეჩერდება. ასეთი იყო ოფიციალური განცხადება, მას შემდეგ რაც რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯი, რაც ოფიციალური წყაროებიდან მოვისმინეთ, წავიკითხეთ და ველოდებით პრაქტიკულად მომავალი კვირიდან. სხვა კომენტარის გაკეთება ნამდვილად მიჭირს“.

-რამდენად ადექვატური იყო მოსკოვის ნაბიჯი? გრიგორი კარასინის განცხადებას შეგასხებებთ, "ჩვენ ტრადიციებში არაა, ჩვენი ხალხის მიმართ უხეშობისა და მუქარების „გადაყლაპვა“...

- იცით რა, რუსულ-ქართული ურთიერთობების პრობლემატიკა და ზოგადად სირთულებები, რაც ჩვენს ურთიერთობებში არსებობს, ამის ანალიზსს თუ დავიწყებთ ძალიან შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ 20 ივნისის მოვლენებმა კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ურთიერთობები და ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამას მოჰყვა ის, რაც უკვე მოგახსენეთ, რუსეთის გადაწყვეტილება. როგორ განვითარდება შემდგომ ურთიერთობები და პროცესები ამას ახლო მომავალი გვიჩვერნებს. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი მოქალაქეების და მეწარმეების ინტერესები დავიცვათ, რომ მოვახდინოთ იმ ზარალის მინიმიზირება რასაც მოიტანს რუსეთის გადაწყვეტილება. რაც ვიცი უკვე გითხარით და დანარჩენი უკვე გადავდივართ სხვა, საექსპერტო სფეროებში. რამდენად ლოგიკური იყო ნაბიჯი და ასე შემდეგ.

- იყო თუ არა გავრილოვის თბილისში ჩამოყვანა შეცდომა?

- კი, შეცდომები იყო დაშვებული... ძალიან სერიოზული შეცდომები.

- ვისი მხრიდან?

- ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან, რაც ქართულმა მხარემ აღიარა. მეორეს მხრივ დაშვებული იყო ბატონი გავრილოვის მხრიდან. დაშვებული იყო ასევე ბერძენი გენერალური მდივნის მხრიდან. ამის შესახებ ყველაფერი ითქვა. მეც ამაზე ბევრი საუბარი მქონდა. მათ შორის რუსილ მედიასთან.

- პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პროვოკაცია“ უწოდა გავრილოვის ქმედებას, ეთანხმებით თუ არა კობახიძეს ამ შეფასებაში?

- მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარით.

- კიდევ რა სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას გეგმავს რუსეთი? - თუ გქონდათ ოფიციალურ დონეზე საუბარი?

- მეტი ოფიციალური წყაროებიდან ჩვენ სხვა ინფორმაცია არ მიგვიღია.

- ამ ყველაფრის ფონზე, ღირს თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება და რას მიაღწიეთ 7 წლის განმავლობაში?

- შარშან საქართველოში მილიონნახევარი ტურისტი ჩამოვიდა. ავიაგადაზიდვები, რომლებიც ახლა, 8 ივლისს შეჩერდება, მილიონ ას ოცდაშვიდი ათასმა პირმა იმგზავრა გასულ წელს ამ აღდგენილი ავიამიმოსვლის საშუალებით. სხვათაშორის წელს ზრდის ტენდენცია იყო. ჩვენ პრაღაში საკმაოდ დიდი ენერგია, დრო მონდომება დავახარჯეთ იმას, რომ ავიამოიმოსვლა კიდევ უფრო გაფართიებულიყო, მგზავრების რაოდენობაც გაფართოებულიუყო. რეისების რაოდენობა გახლდათ 151 ყოველ კვირას. ასე რომ, ეს არის ის რისი განხილვაც ხდებოდა პრაღაში და ალბათ ამ ფორმატსაც რაღაც წვლილი მიუძღვის იმ დინამიკის ხელშეწყობაში რაც უკვე მოგახსენეთ.

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავდით სახმელეთო გადაზიდვების პრობლემებს, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო. განვიხილავდით სავაჭრო ურთიერთობებს, რომლებსაც ასევე მზარდი დინამიკა აქვს დღემდე. შარშან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარი. ამ საკითხებს განვიხილავდით პრაღაში ეს არის მთავარი მანდატი და მთავარი დღის წესრიგი. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული საკითხები. გარდა ამისა პრაღის ფორმატს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის არხის ფუნქცია აქვს. იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, არ გვყავს სრულყოფილი დიპლომატიური წარმომადგენლები და რაღაც კავშირი ხომ უნდა არსებობდეს?! არარსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელსაც რაღაც კომუნიკაციის არხი არ ჰქონდეს რუსეთთან?"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ნიუპოსტთან საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42