"ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვითხოვთ ჯგუფის გაფართოებას"- ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილზე
პოლიტიკა - 14:50, 03 Jul, 2019     880
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართეს.


ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მოხდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი, აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი).


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივა პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.

"ჩვენ ვთვლით, რომ ჯგუფის ინკლუზიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მოვთხოვეთ აღნიშნული ჯგუფის გაფართოება და მათ შორის იმ პარტიების ჩართვა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ 300 000 -მდე ჩვენი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებაში იმ პეტიციის დასაკმაყოფილებლად, რაც შევიტანეთ პარლამენტში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად მანამ სანამ ხელისუფლება გადადგამდა ამ ნაბიჯს იმ ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, რაც 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს მოჰყვა"- განაცხადა "ნიუპოსტთან" თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, თალაკვაძის მიერ სამუშაო ჯგუფის გაფართოება რეალური დიალოგის წინაპირობა იქნება.

"თუ მათ აქვთ სურვილი, რომ რაიმე ტიპის რეალური დიალოგი შედგეს იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის რომლებიც დიდი ხანია აქტიურად არიან ჩართულნი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხში და სამომავლოდ აქტიური მონაწილეები იქნებიან ქართულ პოლიტიკურ ლანდშაპტზე ვფიქრობ, რომ ძალიან რაციონალური იქნება მათი მხრიდან ამ შემოთავაზების მიღება. ბურთი ამ შემთხვევაში მათ მოედანზეა და მათი გადასაწყევტია როგორ სურთ ამ პროცესის წარმართვა"- დასძინა ენმ-ს დეპუტატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42