პროპორციული საარჩევნო სისტემა და სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოება - ოპოზიციური პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ
პოლიტიკა - 13:47, 03 Jul, 2019     905
ოპოზიციური პარტიები პროპორციული საპარლამენო არჩევნების ჩატარებასთან და კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ.

ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, ხელისუფლების მიერ, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსებული უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვა დაჩქარდეს. ისინი არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებენ, დროულად მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე.

"ბატონო არჩილ, ამა წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჩატარდა საარჩევნო კანონდმებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის პარტიული მონაწილეები განისაზღვრა მმართველი გუნდის მიერ იმ გათვლით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ მოწვეულ პარტიებს გააჩნდათ “ბარიერის გადალახვის თეორიული შანსიც კი”. აღნიშნული პარტიები, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოიცავს საპარლამენტო (ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი), ისევე როგორც არასაპარლამენტო პარტიებს (ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია).

მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების მიერ პროპორციული საპარლამენტო არჩევნების 2020 წელს დაანონსება უბარიერო/ბუნებრივი ბარიერის პირობებში აუცილებელს ხდის მონაწილე პარტიათა ჩამონათვალის გადახედვას, სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რისი არტიკულაციაც მოახდინა ზემოხსენებულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და ფორმალური პრეზენტაციის სახით წარადგინა საკანონდმებლო ინიციატივა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ბარიერს და ამით დააფიქსირა საკუთარი მოლოდინი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით ბუნებრივი ბარიერის პირობებში, არსებითად იზრდება იმ პარტიათა ჩამონათვალი, რომლებიც უნდა შევიდეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ, აუცილებელია, მოხდეს აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მონაწილეთა გაფართოვება რათა უზრუნველყოფილ იქნას ჯგუფის ინკლუზიურობა მომდევნო შეხვედრამდე (8-10 ივლისი).

ველით თქვენს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით უმოკლეს ვადაში" - აღნიშნულია მიმართვაში.

ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო,ახალი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ევროპელი დემოკრატები, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ემსახურე საქართველოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი, სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42