დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი კერძო მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის შედეგად დედაქალაქს დაუბრუნდება
პოლიტიკა - 13:02, 03 Jul, 2019     2087

დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი, კერძო საკუთრებაში არსებული 679 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგად, დედაქალაქს დაუბრუნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მესაკუთრეს დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა.

მისივე თქმით, დიღმის ტყე-პარკში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ქალაქისთვის დაბრუნება დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს ჯამში 27 086 კვადრატული მეტრი მიწის ფართი დაუბრუნდა და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიასა და მწვანე სივრცეების შენარჩუნებასა თუ მოწყობაზე. გვისაუბრია იმაზეც, თუ რამდენი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. სამწუხაროდ, ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. ამის ერთ-ერთი მაგალითი კი დიღმის ტყე-პარკია, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად იქნა გასხვისებული და დღეისათვის იქ, დაახლოებით, 80% კერძო საკუთრებაშია.

მერად არჩევის შემდეგ მე განვაცხადე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ გამოგვესყიდა ეს უნიკალური ტყე-პარკი, რადგან ის არის იდეალური მწვანე სივრცე, უამრავი ადამიანი ცხოვრობს გარშემო და მათთვის ეს პარკი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი დავუბრუნეთ. თუმცა კიდევ რჩება მიწის ნაკვეთები, რომელსაც სჭირდება ადგილმონაცვლეობა ან გამოსყიდვა. ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42