“მოვიდა ახალი დირექტორი და განგვიცხადა ყველას, რომ დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებაზე. დავწერეთ 9-ში და გვითხრა პირველ ივლისს დაგაწერინებთ თავიდან განცხადებას რომ აღდგეთ ყველანიო. მოვიდა პირველი ივლისი და მითხრა, რომ მე თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან. გივი ჩხარტიშვილს არ ვატყობდი იმიტომ რომ არის ქართული ოცნების წევრი, ჩვენის აზრით და როგორც მე ვესწრებოდი აქციებს 20 ივნისიდან დღემდე, არ უნდოდა არ ვატყობდი ვყოფილიყავი მოწინააღმდეგე მხარე. პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი ვარ,"- განაცხადა გია წოწორიამ რ2-თან საუბარში.
გლდანის საცურაო აუზის დირექტორი გივი ჩხარტიშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს დ აცხადებს, რომ მან უბრალოდ წოწორიას მიერ დაწერილი განცხადება დააკმაყოფილა სამსახურიდან წასვლის შესახებ.
"ქართული ოცნების" წევრი ვიყავი 2012 წლიდან და ვარ, მაგრამ მე ბატონი გია შესახებ ფიზიკურად ვერ მექნებოდა ინფორმაცია ის რა პოლიტიკური შეხედულების ადამიანია, აქედან გამომდინარე, ეს არის აბსურდი. განცხადება აქვს 9 ივნისს დაწერილი და მე შესაბამისად მისი განცხადება დავაკმაყოფილე, რომ ბატონი გია წასულიყო თავის თხოვნის საფუძველზე სამსახურიდან."-განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა რ2-თან .
მასალის გამოყენების პირობები






