"შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ძალადობრივ სცენარს და შსს მინისტრმა შეასრულა ის მოლოდინი, რომელიც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ" - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 21:46, 02 Jul, 2019     894

„როგორ ფიქრობთ, რომელიმე ბიზნესმენს, ან რომელიმე დედას ან სტუდენტს უნდა თუ არა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციის ან ოპოზიციურად განწყობილ მცირე ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია გამოიყენოს აგრესიული სცენარისთვის და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „TV პირველის" პირდაპირ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ბევრად მეტი შეკითხვა დაისმებოდა, მინისტრს და სამინისტროს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა რომ არ შეესრულებინათ.

„მათი მოვალეობა არის, რომ სახელმწიფო წესრიგი, კონსტიტუციური ინსტიტუტები დაიცვან ძალადობრივი სცენარებისგან, დაიცვან შემოტევისგან და დაიცვან ქვეყანა არეულობისგან, რომლის რეალური მცდელობაც ჩვენ იქ დავინახეთ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების უფლება დაიცვა და პოლიციამ ძალადობრივ სცენარს უარი უთხრა.

„როდესაც მშვიდობიანი მანიფესტაცია შეიკრიბა რუსთაველზე, ამ დროს საზოგადოების მოლოდინები იყო ის, რომ სახელმწიფო იცავს მშვიდობიანი მანიფესტაციის და შეკრების უფლებას და ეს უფლება იყო დაცული. მეტსაც გეტყვით - როდესაც დაიწყო ძალადობა და შეტევა, პოლიცია თითქმის ორი საათის განმავლობაში, იყო თმენის რეჟიმში, როდესაც მასზე ძალადობას ახორციელებდა ის მცირე ჯგუფი, რომელმაც სცადა ამ აქციის გამოყენება თავისი ძალადობრივი სცენარისთვის. გინდათ ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება? სადაც ბიზნესმენებს უნდათ თუ არა ისეთ სახელმწიფოში ინვესტიციების ჩადება, სადაც კონკრეტულ სახელებს და გვარებს, ვისაც აქვთ დესტრუქციული დღის წესრიგი, ვინც ჯერ კიდევ შუალედურ არჩევნებში ქადაგებდნენ და მოუწოდებდნენ სახელმწიფოს ძალადობრივი ცვლილებებისკენ. ვინმეს უნდა ასეთ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება, ინვესტიციების ჩადება, ან შვილებმა რომ ისწავლონ ან სახლი რომ ააშენონ? არ უნდათ. ეს ვინ უნდა უზრუნველყოს? შესაბამისად, შსს მინისტრმა და პოლიციამ უარი უთხრა ამ სცენარს და შსს მინისტრმა გააკეთა ზუსტად ის და შეასრულა ზუსტად ის მოლოდინი, რაც სახელმწიფოს და მოქალაქეებს ჰქონდათ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42