"დასავლეთმა უნდა დაინახოს და წარმოიდგინოს ნატოს წევრი საქართველო" - „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:20, 02 Jul, 2019     1024
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი ამბობს, რომ ნატოს გაფართოების მხარდამჭერებს საკუთარი მისია აქვთ და მათ უნდა დაარწმუნონ დასავლელი ლიდერები, რომ საქართველოსა და უკრაინის წევრობა ალიანსში შესაძლებელია, მიუხედავად კონფლიქტებისა.


„ღია კარის პოლიტიკა მნიშვნელოვანია და ვფიქორბ, ეს ეხება ბალკანეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებს, მაგრამ ასევე ვფიქორბ, რომ ეს ეხება საქართველოსა და უკრაინას. სწორედ ამას ვაკეთებთ. ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს იმის წარმოდგენაში, რომ საქართველო ნატოს მომავალი წევრია. ასევე დავეხმაროთ მათ იმის გააზრებაში, რომ საქართველომ დაიმსახურა წევრობა ნატოში შეტანილი წვლილით და ნაკისრი პასუხისმგებლობით. არსებობს შესაბამისი გზა და მოქნილობა იმისთვის, რომ [ნატოს ქარტიის] მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - ამბობს მკვლევარი.

ის ასევე განმარტავს, რომ „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ მათ გაიგონ, [ამ ქვეყნების] ალიანსში ყოფნა მოსკოვთან ურთიერთობაში პროგნოზირების მეტ საშუალებას შეიტანს, რადგან ეს გაურკვევლობა რისკს შეიცავს“.

დეიმონ უილსონის თქმით, მაშინ, როდესაც დასავლეთი, თავისუფალი სამყარო ავტორიტარიზმს ებრძვის, საქართველო ბრძოლის წინა ფრონტზეა და ის არ რჩება დასავლეთის პრიორიტეტებს მიღმა.

„ხალხს თბილისში, ისევე როგორც ვარშავაში, ტალინსა თუ ბერლინში, სრული უფლება აქვს უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება იმ ალიანსის წევრობით, რომელსაც თავად ირჩევს. და ეს არ მოხდება, თუკი ქართველებიც თავად არ განაგრძობენ ამ კუთხით ძალისხმევას, თუკი ამ საკითხს ჩვენთვისაც არაკომფორტულს არ გახდიან. ესაა ხანგრძლივი ძალისხმევა იმისა, რომ გზა გავკვალოთ და შევქმნათ [საქართველოს ნატოში გაწევრიანების] პოლიტიკური წარმოსახვა. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, როგორც კონგრესში, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საზოგადოებაში“, - განმარტავს დეიმონ უილსონი.

წყარო amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42