რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, პრეზიდენტისგან ბოდიშს ელოდება და უკრაინის მსგავსი პროცესებით იმუქრება
პოლიტიკა - 21:12, 02 Jul, 2019     1351
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვლადიმირ ჯაბაროვის თქმით, რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესოს, კერძოდ კი აკრძალოს ქართული ღვინის იმპორტი:


„საქართველო პატარა ბავშვი ხომ არაა, რომელსაც არაფერი ესმის, გააფუჭა რაღაც და უნდა აპატიო. უკვე თითქმის 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. მე ვთლი რომ საჭიროა ზომების მიღება, სანქციები. მე საერთოდ არ მომწონს, როდესაც იძახიან, რომ ქათული ღვინის ხარისხი გაფუჭდა. რა საჭიროა ასე ლაპარაკი? ამაზე მათ ეღიმებათ. მე ვთლი რომ აუცილებელია თქმა: იმის გამო რომ ქვეყანა არამეგობრულად მოიქცა, ჩვენ აღარ გვინდა ამ ქვეყანასთან ვაჭრობა. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყნით ფულს გამოიმუშავებდნენ. თუ თქვენ მას თვლით აგრესორად, კეთილი ინებეთ და მიყიდეთ თქვენი ღვინო ან სხვა პროდუქტები სხვა ქვეყნებს. საქართველო ჩხუბობს, რუსეთი კბილებს აკრაშუნებს, შემდეგ რა იქნება?“- განაცხადა ჯაბაროვმა პრესკონფერენციაზე.

ჯაბაროვის თქმით, საქართველომ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს, რუსი მაღალჩინოსანი პირველ ბოდიშს საქართველოს პრეზიდენტისგან ელოდება:

„მე ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი უნდას გახდეს საქართველოს პრეზიდენტის ბოდიში რუსეთის მიმართ.“- აღნიშნა ჯაბაროვმა და დაამატა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ იპოვის ქვეყანაში მიმდინაე პროცესების გაკონტროლების გზებს, მას ისეთივე შოკი ელოდება, რაც უკრაინაში მოხდა:

„თუ ხელისუფლება ვერ იპოვის საკუთარ თავში ძალებს, რომ ეს პროცესები შეაჩეროს, მაშინ საქართველოს შესაძლოა ელოდეს ისეთივე შოკები, რაც უკრაინაშია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, იქ შედეგები შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს, რასაც მე ქართველ ხალხს არ ვუსურვებდი.“- განაცხადა ჯაბაროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42