"პრეზიდენტმა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მიღებაზე დასწრებაზე უარი განაცხადა"- ხატია მოისწრაფიშვილი
პოლიტიკა - 16:22, 02 Jul, 2019     948
პრეზიდენტის პრესსპიკერი 28 ივნისს ,,ტვ პირველზე“ გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებაზე უარი განაცხადა:


,,28 ივნისს, ,,ტვ პირველზე“ ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიასა და დიანა ტრაპაიძის თოქშოუში, ჩემი პატივისცემა მათ, გავიდა საკმაოდ უხეში უზუსტობა - ავლაბრის რეზიდენცია არა ერთხელ ნახსენები იყო, როგორც პრეზიდენტის სასახლე. კიდევ ერთხელ განვმარტავ: პრეზიდენტის სასახლე 2018 წლის დეკემბრიდან განსაზღვრულია ათონელის 25 -ში მდებარე, ყოფილი ორბელიანების სასახლე, ის რეზიდენცია გახლავთ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და მასთან საქარველოს პრეზიდენტის შეხება არ აქვს. და რაც მთავარია, თოქშოუს ერთ-ერთი წამყვანის მიერ ითქვა, რომ თითქოს საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეას. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა მოწვევა აღნიშნულ მიღებაზე, თუმცა მან უარი განაცხადა ამ მიღებაზე დასწრებაზე და მეტიც, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა და პოლიტიკური შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს.“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42