"რუსულ-ქართული ურთიერთობების საერთო ფონის გამო, კიდევ უფრო გართულებულია ჟენევის მოლაპარაკებები და ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა" - ლაშა დარსალია
პოლიტიკა - 15:21, 02 Jul, 2019     672

ჟენევაში დღეს მხარეებისა და თანათავმჯდომარეების ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, ხვალ დილიდან კი ფორმატის მონაწილეები 48-ე რაუნდისთვის მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ ჟენევაში რუსულ-ქართული ურთიერთობების ყველა მწვავე საკითხი განიხილება, საერთო ფონის გამო, რომელიც არის შექმნილი, კიდევ უფრო გართულებულია მოლაპარაკებები და ამ საკითხებზეც იქნება მსჯელობა.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია განსაკუთრებულ აქცენტს ბოლო მოვლენების ფონზე ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვაზე გააკეთებს, რაც განსაკუთრებით ამძიმებს ჰუმანიტარულ ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი, ასევე ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, იქნება ძირითადი საკითხები, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, არის ის ჰუმანიტარული ვითარება და იმ საკითხების შესრულება, რომელიც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით. მთავრი თემა ამ ეტაპზე, როგორც მოგეხსენებათ, არის გადასასვლელების დაკეტვის საკითხი, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული ვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ მოვითხოვთ ამ გადასასვლელების გახსნას“, - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42